– საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან – რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია!

საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან, ზუსტად იციან, როგორი საჯარო რეაქცია იქნება და მიზანმიმართულად აკეთებენ – რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია,- ასე ეხმაურება „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.
„კადიროვის გროზნო და ივანიშვილის თბილისი. ბანდფორმირებები, ნიღბიანები, შავ ფორმაში გამოწყობილი კრიმინალები.
საჩვენებელი, კარგად დაგეგმილი სადამსჯელო ღონისძიებები აქვთ დილიდან, ზუსტად იციან – როგორი საჯარო რეაქცია იქნება და მიზანმიმართულად აკეთებენ.
შიგნით, საკუთარ ბანდას, ჯგუფს აჩვენებენ, რომ ძლიერად არიან და ჯერ კიდევ აქვთ ძალისმიერი მეთოდების თავი.
ამას აყურებინებენ თავიანთ დამონებულ-დაჩმორებულებს, რომ არ დაიწყოს ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცევა!
რეალური შეტევითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობა უნდა დავუპირისპიროთ, საკადრისი პასუხი უნდა გავცეთ ყველა ძალადობრივ ქმედებას და ამათი დღეები დათვლილია! კარგად ორგანიზებული, ერთობლივი, სახალხო აჯანყება თავისი თავდაცვითი, წინააღმდეგობრივი მოძრაობით! – ამ შემთხვევაში უპირობოდ გავარღვევთ“,- წერს ხაბეიშვილი.
პროკურატურა რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე მიმდინარეობს „ე.წ. „ფონდების“ ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკება“.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას