„არ გამოვრიცხავ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი დააკავონ“ – ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია ნანუკა ჟორჟოლიანის დაკავებას არ გამორიცხავს – ტელეწამყვანი დარწმუნებულია, რომ ჟორჟოლიანის სახლში ჩატარებული ჩხრეკა ტერორს და დაშინებას ემსახურება.
“რატომ გადაგვაყოლეთ, ბატონო ბიძინა, თქვენს მილიარდებს?!”, – ამბობს ინგა გრიგოლია.
მე მოვედი ფეხით და რამენი პოლიციელი დარამდენი სუსი და ოლიგარქიუს სპეცრაზმელი დგას, იცით? გეგონება, კონფლიქტის ზონაში ვართ და ტერიტორიებს ვიბრუნებთ, „მშვიდობით“ ვიბრუნებთ. ისეთი განცდაა, რომ ომია, იმდენი ადამიანი ჰყავთ გამოყვანილი რისთვის, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მოაწყონ? ალბათ უფრო შორს წავლენ, მე მოლოდინი მაქვს, რომ … არ გამოვრიცხავ, რომ დააკავონ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი საქმეს აკეთებს.
საერთოდ, ყელში ამოვიდა ეს ოლიგარქი თავისი ვითომ ძალოვანი სპეცრაზმელებით, რაღაც ხელის ბიჭებით, დავიღალეთ! ამ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება. არ შეიძლება, დილა თენდებოდეს, იღვიძებდე და როგორც 37-იან წლებში შენი ამხანაგები, შენი მეგობრები, უცნობები, აღმოაჩინო, რომ არის ასეთ მდგომარეობაში, სახლში უვარდებიან, ჩხრეკენ. რა უნადა ამ კაცს? რატომ გადაგვაყოლეთ, ბატონო ბიძინა, თქვენს მილიარდებს?!, – ამბობს ინგა გრიგოლია.