ალეკო ცქიტიშვილი: გამომყვნენ სირბილით, ამოვიდნენ ავტობუსში და ავტობუსიდან ჩამომიყვანეს

ჩხრეკა დასრულდა ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც – მისი თქმით, დილით სამსახურში ავტობუსში მიდიოდა, თუმცა ჩაიყვანეს ავტობუსიდან, ქუჩაში გაჩხრიკეს და ამოიღეს ტელეფონი. ამის შემდეგ, ჩხრეკა ჩატარდა მის სახლშიც.
🗨️ „8 საათზე გამოვედი სახლიდან, მივდიოდი ოფისში. ავედი ავტობუსში. ცოტა მეჩქარებოდა, ავტობუსზე რომ არ დამეგვიანა. სავარაუდოდ, გამომყვნენ სირბილით, ამოვიდნენ ავტობუსში და ავტობუსიდან ჩამომიყვანეს. პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქუჩაში. გამაცნეს განჩინება მოსამართლის. შემდეგ, ამ ჩხრეკის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამოიღეს მობილური ტელეფონი და გამაცნეს მეორე განჩინება, რომელიც ეხებოდა სახლის ჩხრეკას. აქვე, გაჩერებიდან მოვედით და სახლიც ამის შემდეგ გაჩხრიკეს”, – განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.