აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის ინფორმაციით, პროკურატურის თანამშრომლებმა მას განუმარტეს, რომ გამოძიება „საბოტაჟის მუხლით“ მიმდინარეობს

აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში, სადაც პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკის ჩასატარებლად იმყოფებიან, მისი ადვოკატი, გიორგი მახარაძე მივიდა.
როგორც მარიამ ბაჯელიძემ „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, პროკურატურის თანამშრომლებმა მას განუმარტეს, რომ გამოძიება „საბოტაჟის მუხლით“ მიმდინარეობს.
პარალელურად, ჩხრეკა მიმდინარეობს ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. ასევე, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის სახლშიც.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”