„დემოკრატმა“ კონგრესმენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია წარადგინა

„დემოკრატმა“ კონგრესმენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.
-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, შრი თანედარმა (მიჩიგანი, „დემოკრატიული პარტია“) -ის პრეზიდენტი, კონსტიტუციის დარღვევაში, ძალაუფლების უზურპაციასა და კორუფციაში დაადანაშაულა.
„პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარვადგინე. მაშინ, როდესაც ტრამპი უგულებელყოფს კონსტიტუციას, კონგრესს და სასამართლოებს, ის „ამერიკისთვის არ იბრძვის“, არამედ ის მას ანადგურებს და ჩვენს დემოკრატიას რეალურ საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა.
ცნობისთვის, თანედარს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნა შეუძლია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატს „რესპუბლიკური პარტია“ აკონტროლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”