ზურაბ გურული: ჯონ კენედის გუშინდელი ინტერვიუ FOX-ზე იძლევა ლოგიკური დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ამერიკის სამხრეთი პუტინზე გაბრაზდა

სთან დამოკიდებულებაში ყველაზე სკეპტიკურები სამხრეთელი ამერიკელები არიან. ბუნებრივია. სამხრეთია ამერიკული მემარჯვენე რადიკალიზმის სამშობლო.
თანაც, ეს რადიკალიზმი უფროსი ასაკის თაობაში უფრო მკვეთრი და მასშტაბურია.
შესაბამისად, 74 წლის ლუიზიანელი სენატორის, ჯონ კენედის გუშინდელი ინტერვიუ FOX-ზე იძლევა ლოგიკური დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ამერიკის სამხრეთი პუტინზე გაბრაზდა. შეგახსენებთ, კონგრესის სპიკერი მაიკ ჯონსონიც ლუიზიანელია.
კენედის ინტერვიუს დეტალები “ტაბულამ” გამოაქვეყნა და აღარ გავიმეორებ. მხოლოდ ერთ ციტატას გამოვყოფ:
“ის უპატივცემულოდ მოეპყრო ჩვენს პრეზიდენტს. არ მგონია, რომ ეს გამოსწორდება, სანამ პუტინისთვის არ ვცხადყოფთ, რომ მზად ვართ, ის და მისი ქვეყანა თევზების საკვებად ვაქციოთ.”
კენედი მისისიპელია წარმოშობით. შესაბამისად, კარგად წარმოაჩენს ორი ფუნდამენტურად კონსერვატორული შტატის მოსახლეობის განწყობას.
როგორც ვვარაუდობდით, პუტინმა “მოახერხა” ტრამპის ნერვებზე უშნოდ თამაში. შედეგებიც წესით ლოგიკურად უნდა წარიმართოს.
ახლა მთავარია უკრაინამ სწორად დაალაგოს საკუთარი პრიორიტეტები ამ ეტაპზე და პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორად წარმართოს მის სასარგებლოდ დალაგებული ფსიქოლოგიური თამაში.
როგორც ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა, ვიტალი პორტნიკოვმა აღნიშნა: – ყველაზე მთავარია უკრაინელი ხალხი, მერე სახელმწიფოებრიობა და მერე ტერიტორიები.
რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება ალბათ რამდენიმე დეკადის განმავლობაში გაგრძელდება და საბოლოოდ მოიგებს ის, ვინც უკეთ მოემზადება შემდგომი ეტაპებისათვის,” – წერს სოციალურ ქსელში მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .