ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ

ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ
ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ,- განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, რითაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს გამოეხმაურა.
მანვე აღნიშნა, რომ პარლამენტი დღეს დგას მყარად და იღებს იმაზე მეტ გადაწყვეტილებას, ვიდრე ამას ოპოზიციის მავნებლობის პერიოდში ახერხებდა.
„შეუძლებელია შალვა პაპუაშვილის პოსტებს გაეცნო და არ შეაფასო და დააფასო სწორად, რასაც ის აკეთებს. ქრესტომათიული სიზუსტით აღწერს ხოლმე მოვლენებს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს არის თანამედროვე ისტორია, თანამედროვე რეალობა, რა დარტყმას უძლებს ქვეყნის გარედან ჩვენი სახელმწიფო, რამდენად ამაყად და მყარად დგას საქართველო და რა არის ამისათვის საჭირო. ჩვენ გვაქვს თანამედროვე ისტორია, რომლითაც მე ვფიქრობ წლების შემდეგ ქართველები ვიამაყებთ და ჩვენი შვილები იამაყებენ, რომ საქართველომ ასე გაუძლო წნეხს, რომელიც გარედან მოდიოდა და შიდა აგენტურის მერ მისი რეალიზების მცდელობა ხდებოდა ხოლმე. ბოლო წლებმაც აჩვენა ეს. საქართველოს პარლამენტიც, რომლის ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება უნდათ ვიღაც-ვიღაცებს, ფეხზე დგას მყარად, იღებს ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას უფრო მეტს, ვიდრე ჩვენი ე.წ. ოპოზიციის მავნებლობის პერიოდში ვახერხებდით და თან ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელთან დაკავშირებითაც საერთოდ ხმას ვეღარავინ იღებს პრაქტიკულად.
მაგალითად, როდესაც წინა მოწვევის პარლამენტში გამჭვირვალობის კანონზე ჩამოაქციეს ქვეყანა ორი წლის განმავლობაში, რომ ეს იყო თითქოს რუსული კანონი, ახლა მივიღეთ უფრო მკაცრი კანონი იმავე სფეროს დასარეგულირებლად, უფრო გაბედული ნაბიჯი გადავდგით და ამაზე ხმა ვეღარ ამოიღეს, იმიტომ, რომ ეს იყო ამერიკული FARA-ს ანალოგი და ამასობაში საზოგადოებასაც უკვე გათვითცნობიერებული ჰქონდა რასთან ჰქონდა საქმე რეალურად და რა მსოფლიო დონის საუკუნის აფერა შემოგვთავაზეს აგენტურამ და მართმა პატრონებმა“,- განაცხადა მდინარაძემ.
Next: ქართველი ხალხის გარეშე ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს ვეღარასდროს ვერავინ მიიღებს. ეს სიტუაცია არ უნდა შეიცვალოს. გარე დავალების შემსრულებელი საქართველოს ხელისუფლებაში ვერ უნდა მოვიდეს

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები