– მოწვევა მივიღე “ევროპის სახალხო პარტიის” კონგრესზე – მიუხედავად ჩემი პოლიტიკური პატიმრობისა, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ჩემი ხმის გაჩუმებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, აცხადებს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესზე მიწვევა მიიღო.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, კონგრესი 29-30 აპრილს ვალენსიაში გაიმართება.
„ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახისგან (EPP) მივიღე მოწვევა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, რომელიც იმართება 29-30 აპრილს, ვალენსიაში.
მიუხედავად ჩემი პოლიტიკური პატიმრობისა, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ჩემი ხმის გაჩუმებას. წარმატებას ვუსურვებ ჩვენს დელეგაციას!
მალე ერთად გავათავისუფლებთ საქართველოს!“, – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საბჭო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ

ალექსანდრე დარახველიძე – გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს – თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად