2025 წლის მარტის მდგომარეობით ქართული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 63 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 16.6%-ით არის გაზრდილი.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, მთლიან სესხებში სამომხმარებლო კრედიტებზე 23.7 მილიარდი ლარი, კორპორაციულ სეგმენტზე 22.5 მილიარდი ლარი, მცირე ბიზნესზე 10 მილიარდი ლარი, მიკრო ბიზნესზე კი 8 მილიარდი ლარი აქვთ გაცემული.
ბიზნესსესხების მიმართულებით პირველ ადგილზეა უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორზე გაცემული კრედიტები, რომლის პორტფელიც 2025 წლის მარტის მდგომარეობით 4.1 მილიარდ ლარს შეადგენს. ამ სექტორის დაკრედიტება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით არის გაზრდილი.
დაკრედიტებაში მეორე ადგილზეა მომსახურების სექტორი 3.66 მილიარდი ლარით, რომელიც წლიურად 26%-ით არის გაზრდილი. მესამე ადგილზეა უძრავი ქონების მენეჯმენტი 3.4 მილიარდი ლარით, მეოთხე პოზიციას იკავებს სოფლის მეურნეობა 3.3 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით, მეხუთეზე კი ტურიზმი 3 მილიარდი ლარის პორტფელით.
2025 წლის მარტის მდგომარეობით კორპორაციული დაკრედიტების სტატისტიკა ასე ნაწილდება:
