ჰააგის სასამართლომ პალესტინელების მიმართ ისრაელის ვალდებულებების საკითხზე მოსმენა დაიწყო

გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ პალესტინელების მიმართ ისრაელის ჰუმანიტარული ვალდებულებების საკითხზე საკონსულტაციო დასკვნასთან დაკავშირებით ერთკვირიანი მოსმენები დაიწყო, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დეკემბერში დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც საერთაშორისო სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებით საკონსულტაციო მოსაზრებას სთხოვს.
ისრაელი მკაცრად აკონტროლებს საერთაშორისო დახმარების ყველა ნაკადს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღაზას სექტორში მცხოვრები პალესტინელებისთვის. მან ღაზაში დახმარების მიწოდება 2 მარტს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ჩაიშალა. ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზაში საქონლისა და მარაგების შეტანას მანამ არ დაუშვებს, სანამ „ჰამასი“ ყველა დარჩენილ მძევალს არ გაათავისუფლებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი არის კატასტროფული: ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი

კახა ჯაფარიძე: ალექსანდრე ხაბეიშვილის (რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული) მცირეწლოვან შვილს, ევას, ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს და გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება თურქეთში