ტრამპი გაეცნო იმ ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში 76 ათასი (პუტინის მონაცემებით) განადგურებული უკრაინელის უკან – ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დგანან. და რას აკეთებს ტრამპი?

ტრამპი გაეცნო იმ ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში 76 ათასი (პუტინის მონაცემებით) განადგურებული უკრაინელის უკან – ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დგანან. და რას აკეთებს ტრამპი?
ამპი? პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ს განცხადებას ეხმიანება, სადაც ს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა დიდი როლი ითამაშეს კურსკში მიმდინარე ბრძოლაში. ექსპერტის თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ს ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება. “როგორ გაუხარდებოდა ეს აღიარება, წარმომიდგენია, მაგრამ ამ “ნიუსს” მეორე მხარეც რომ აქვს?
მას -ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გაეცნო. გაეცნო იმ ინფორმაციას, რომ კურსკის ოლქში 76 ათასი (პუტინის მონაცემებით) განადგურებული უკრაინელის უკან – ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები დგანან.
და რას აკეთებს ტრამპი? დამატებითი სანქციები შემოაქვს ფხენიანის წინააღმდეგ? შეშფოთებით აღსავსე, აღშფოთებულ განცხადებას აკეთებს? არა! აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. ინფორმაციას გამომცემლობა Axios-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის შესაძლო განახლების მიზნით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დისკუსიები და კონსულტაციები ექსპერტებთან უკვე დაიწყეს. ამით რისი თქმა მინდა, ვლადიმერ ვისოცკის არ იყოს – თქვენ ან “ჯვარი მოიხსენით”, ან “ნიფხავი ჩაიცვით”. გაბედეთ და პუტინის ციტირებას – ტრამპს შეაგინეთ. შეეცადეთ აბა, გაბედეთ! მაგრამ, ყარს თქვენი პრინციპულობა, ყვავის თქვენი სიმხდალე. ტკბებით პუტინის აღიარებით? კიმ ჩენ ინთან ტრამპის შეხვედრის გაშუქება არ გამომაპაროთ, ფარჩაკებო!-“ წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
Next: პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი – არ ფიგურირებს, მაგრამ, მას ძალიან ხშირად ნახულობდნენ ავტო-ბაზრობის მშენებლობაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის შევეკითხებით რჩევას, მათგანაც მოვისმენთ მაგრამ თუ რაიმე ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არაფერს არ გავითვალისწინებთ და მივყვებით იმ გზას, რა გზითაც „ქართული ოცნება“ დადის