იყო მორალური წნეხი დაჭერის, შვილებზე ზემოქმედების, ხომ იცითო როგორ ხდებაო, შეიძლება რაღაცა ვუპოვოთო. ჩემს გვერდით, სადაც მე ვცხოვრობდი ახალაიები შეასახლეს. ვეღარ გავძელი რა

იყო მორალური წნეხი დაჭერის, შვილებზე ზემოქმედების, ხომ იცითო როგორ ხდებაო, შეიძლება რაღაცა ვუპოვოთო. ჩემს გვერდით, სადაც მე ვცხოვრობდი ახალაიები შეასახლეს. ვეღარ გავძელი რა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე განიხილება, შპს „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭიჭინაძემ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, “ნაცმოძრაობის” რეჟიმის დროს მასზე განხორციელდა მორალური წნეხი, ემუქრებოდნენ შვილების დაჭერით და რის გამოც მას მოუწია დაეთმო მისი წილი.
“ფიზიკურად აქ არ იყო არავითარი შეხება, ეს იყო მორალური წნეხი ისევ დაჭერის, ისევ შვილებზე ზემოქმედების, იმიტომ, რომ შესწავლილი ჰქონდათ ბიჭები. ხომ იცითო როგორ ხდებაო, შეიძლება რაღაცა ვუპოვოთო. ამ დროს დაემთხვა კიდე, რომ ჩემს გვერდით აგარაკზე, წავკისში, სადაც მე ვცხოვრობდი ახალაიები შეასახლეს. ჩემ მეზობელს ჩამოართვეს სახლი, შტაბ-ბინა ჰქონდათ იქ. ვეღარ გავძელი რა”, – განაცხადა თეიმურაზ ჭიჭინაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს