ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025

ვახტანგ ძაბირაძე – “ს გაორმაგებული გააგრესიულება ტრამპის არასწორი მიდგომების შედეგია…”
სექტემბერში ტელეფონებით – ვინ როგორ აღიქვა პაატა ბურჭულაძის ინიციატივა
მირიან მირიანაშვილი – “საქართველო და დიდი გეოპოლიტიკური “ჯახი”: ვის დარჩება კავკასია?!”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე – “რუსეთის გაორმაგებული გააგრესიულება ტრამპის არასწორი მიდგომების შედეგია…”
“არ მინდა კონტექსტიდან იყოს ამოგლეჯილი დავითაშვილის ამერიკული ვოიაჟი, ამიტომ გავიხსენოთ, რომ ამ შეხვედრების პარალელურად გავრცელდა კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენელთა ორპარტიული განცხადება, რომელიც მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. თუ ამ ყველაფერს ერთიანობაში განვიხილავთ, ამ ვიზიტში უცნაური და მოულოდნელი არაფერია. რა თქმა უნდა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საშუალოზე დაბალი რანგის მოხელეები შეხვდებოდნენ ქართულ დელეგაციას იმის სათქმელად, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავება შესაძლებელია, ოღონდ გარკვეული პირობების შესრულების მერე, ეს პირობები კი ზუსტად არის ჩამოყალიბებული კონგრესმენთა ზემოთ ნახსენებ განცხადებაში. ამ ვიზიტს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან კავშირი არა აქვს, როგორც ამის წარმოდგენას მმართველი ძალა ცდილობს. შეხვდნენ იმიტომ, რომ წაეყენებინათ პირობები, თუ რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა და გაღრმავება”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთის გაორმაგებული გააგრესიულება ტრამპის არასწორი მიდგომების შედეგია…”
“თავისი კომენტარისას დავითაშვილმა უბრალოდ გამოტოვა ის პრეტენზიები, რაც აშშ-ს მათ მთავრობასთან აქვს. ამის ირიბი დადასტურებაა ისიც, რომ ამერიკულ მხარეს, ასევე აშშ-ის საელჩოს საქართველოში ამ შეხვედრებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ სწორედ ამ ვიზიტის დროს კონგრესმენმა ჯო უილსონმა “X”-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც “ქართული ოცნება” “ამერიკის მოძულედ” და “ქართულ კოშმარად” მოიხსენია, გაიხსენა ანაკლიის პორტის ჩინელებისთვის გადაცემა, ავღანეთთან უვიზო რეჟიმის შემოღება და იქვე დაწერა: “ისინი ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან. საკმარისია. სანქციები და ახალი არჩევნები”. ესეც დასტურია იმისა, რომ აშშ-დან დავითაშვილს არაერთი გზავნილი გამოატანეს. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ძალიან პრიმიტიულად უყურებს სახელმწიფოთა შორის ურთიერთებობის საკითხებს. ოფიციალური ვაშინგტონი ირანსა და რუსეთსაც ელაპარაკება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ან ირანის ხელისუფლება მოსწონს, ან კიდევ პუტინის რეჟიმი, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე საუბრობს იმ ძალასთან, რომლის ხელშიც არის რეალური ძალაუფლება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ისევ უილსონის პოსტს დავუბრუნდეთ – აქამდეც არაერთხელ სცადა “ქართულმა ოცნებამ” ამერიკის ხელისუფლებასთან დალაპარაკება. ვრცელდებოდა არაოფიციალურად ინფორმაცია, ხან ვინ გაგზავნეს და ხან ვინ, მაგრამ მაშინ ოფიციალურ დონეზე შეხვედრები ვერ მოხერხდა, ტრამპის ადმინისტრაციას იმდენი პრობლემა აქვს, ჩვენთვის ნაკლებად სცალია. აგერ, ბატონო, ახლა დაელაპარაკნენ, დარწმუნებული ვარ, აშშ-მაც მოითხოვა ის, რასაც ითხოვს ქართველი საზოგადოება. ვნახოთ, დავითაშვილის ჩამოტანილ გზავნილებს განიხილავენ ხელისუფლებაში და, ალბათ, დასკვნებსაც გამოიტანენ. ფაქტია, ხელისუფლება სამზადისშია, ვნახეთ, არაერთი საკადრო ცვლილება, რა თქმა უნდა, ივანიშვილის ხელდასხმით. აბა, ასე ხელაღებით გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა, მაგრამ ისიც ცხადად ჩანს, რომ მას აქვს სრული კარტ-ბლანში ახალი კადრების შერჩევაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, გომელაური აუცილებლად დარჩება თავის ადგილზე. ივანიშვილი, ჩემი აზრით, კობახიძის თითქმის ყველა შეთავაზებას დაეთანხმება, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსი. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თავის უერთგულეს კადრს ვერ შეელევა”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მოკლედ, ხელისუფლებაში ახალი გუნდის ჩამოყალიბება მიმდინარეობს, მაგრამ ეს პირდაპირ იმის მინიშნებად ვერ ჩაითვლება, რომ ხელისუფლება ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება. კი, “ქართული ოცნება” ემზადება არჩევნებისთვის, თუმცა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის თუ ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარებას გეგმავს, ჯერ ძალიან რთული სათქმელია. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული როგორც შიდა პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებზე, ისე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის უმთავრესია რუსეთ-უკრაინის ომი და მისი დასრულების გზების გამონახვა. ყალიბდება ახალი გუნდი და ამ საქმეში კობახიძეს ივანიშვილმა, სავარაუდოდ, სრული კარტ-ბლანში მისცა. ფაქტია, მხოლოდ ღარიბაშვილი არ წასულა, დიდი ცვლილებებია სახელისუფლებო გუნდში. გასულ კვირას ინფრასტრუქტურის მინისტრიც შეცვალეს. ღარიბაშვილის წასვლა-მოსვლას რაც შეეხება, ის წავიდა ივანიშვილის სურვილით და თუ საჭირო გახდა, კვლავაც ივანიშვილის სურვილით დაბრუნდება, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ძალას შექმნის”, – მიიჩნევს ექსპერტი.
“ოპოზიციური პარტიის შექმნა კი არ არის პრობლემა, არამედ ის, თუ ელექტორატის რა ნაწილს მიიმხრობს. “ხალხის ძალაც” მაგისთვის შექმნეს, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ფსევდოოპოზიციური პარტია იყო და როდესაც არჩევნების საკითხი დადგა, ის “ქართულ ოცნებასთან” ერთად გავიდა, რადგან ცალკე რომ გასულიყო, “ოცნებას” ხმებს გაუყოფდა. არადა, `ქართულ ოცნებას~ სჭირდება ის ხმები, რომლებიც რეალურად ოპოზიციურია, მაგრამ სინამდვილეში “ქართული ოცნების” ყულაბაში წავა. ამიტომ, სავარაუდოდ, სულ სხვა ხალხს შეიძლება დააფუძნებინოს ფსევდოდასავლური და ფსევდოოპოზიციური პარტია”, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე – “ტრამპი ძალიან ხშირად იცვლის აზრს, ხან ს დათმობას სთხოვს, ხან რუსეთისთვის ახალ სანქციებზე ლაპარაკობს… ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სრულიად გაურკვეველია, რა ტიპის სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს. ამასობაში რუსეთი კიდევ უფრო სასტიკად იქცევა, გასულ კვირას კიდევ ერთხელ სასტიკად დაბომბა , რასაც მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში” – პასუხობს:
“რუსეთის ასეთი გააქტიურება და გაორმაგებული აგრესიულობა, ჩემი აზრით, გამოწვეულია სწორედ ტრამპის არასწორი შეფასებებითა და მიდგომებით, იმით, რომ ის უმეტესად ზელენსკის აკრიტიკებს და არა პუტინს. ამასთანავე, ტრამპი ყირიმზე რასაც ამბობს და თუ უკრაინაც ტერიტორიების დათმობაზე დათანხმდება, ტრამპის შუამავლობა ვის რაღაში სჭირდებოდა? უმისოდაც შეიძლებოდა გაემართა უკრაინას მოლაპარაკება და შეთანხმებისთვის მიეღწია”.
“თან გაითვალისწინეთ, რომ რუსეთი ტრამპის პირობებზეც კი არ არის თანახმა, უფრო მეტი უნდა, ვიდრე ტრამპი სთავაზობს. მისი განცხადებები რუსეთს უფრო ათავხედებს. უკრაინა ასეთ დათმობაზე ვერ წავა და არ დათანხმდება ევროპაც, რომელიც მშვენივრად ხედავს, რომ თუ რუსეთმა მიაღწია მიზანს უკრაინაში, ის არ გაჩერდება და ხვალ-ზეგ ახალ ომს დაიწყებს იმავე უკრაინის მიმართულებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არა მგონია, ასე ახლოს იყოს ტრამპი მშვიდობის მიღწევასთან, როგორც ამბობს. შესაძლოა ორივე მხარემ ტრამპს გაუწიოს ანგარიში და მართლაც გაიმართოს უმაღლეს დონეზე შეხვედრა, მაგრამ ეს არ იქნება ის შეხვედრა, რომელიც შეთანხმებით დასრულდება. სიმართლე გითხრათ, ამგვარი შეხვედრაც ძალზე რთული მისაღწევი იქნება. ტრამპი ცდილობს დაარწმუნოს ყველა, რომ დღეს თუ არა, ხვალ, სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, მაგრამ, ჩემი აზრით, შეთანხმება კარგა ხანს კიდევ ვერ მიიღწევა. ამ მიმართულებით წლის ბოლოსთვის თუ რაღაც გამოიკვეთა, ისიც კი წარმატება იქნება. ჩვენ ვიცით, რას წარმოადგენს რუსეთი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელს მოაწერს შეთანხმებას, ის სანდო არ არის. საფრთხე იმისა, რომ დაარღვევს შეთანხმებას, მუდმივად იქნება – ასეთია რუსეთი… და ეს საქართველომ არაერთხელ იწვნია. ამიტომაც, სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტას, უახლოეს მომავალში არ ველოდები”, – დასძენს ძაბირაძე.
სექტემბერში ტელეფონებით – ვინ როგორ აღიქვა პაატა ბურჭულაძის ინიციატივა
“თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნები სექტემბერში ტელეფონის გამოყენებით, სახლიდან გასვლის გარეშე – ეს იდეა პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის, რომელმაც ამის შესახებ 25 აპრილს პირდაპირ ეთერში ისაუბრა. ბურჭულაძის ცნობით, მისი ახალი ინიციატივა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ აიტაცა, თუმცა ჯერჯერობით ოპოზიცია ამაზე ღიად არ საუბრობს. ანალიტიკოსი გია აბაშიძე ხაზგასმით ამბობს, რომ ბურჭულაძის ინიციატივა არარეალურია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ ამ გეგმას შესაძლოა პოზიტიური ეფექტი ჰქონდეს ხალხის მობილიზაციის თვალსაზრისით. თუმცა ნაკლებად პრაგმატული ჰგონია ამ ინიციატივის განხორციელება. პაატა ბურჭულაძე ამტკიცებს, რომ „ქართულ ოცნებას” არჩევნების დანიშვნის უფლება არ აქვს. შესაბამისად, ოქტომბრის ნაცვლად, არჩევნები სექტემბერში უნდა ჩატარდეს, ხოლო არჩევნები, მისივე თქმით, ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს – გულისხმობს სალომე ზურაბიშვილს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სექტემბერში ტელეფონებით – ვინ როგორ აღიქვა პაატა ბურჭულაძის ინიციატივა.
“ეს აზრი დავდე ჩემს “ფეისბუქზე”, ძალიან ბევრი მოწონება აქვს და ხალხმა აიტაცა ეს აზრი. ჩვენ მთავრობას რომ ვთხოვთ, დაგვინიშნე ახალი არჩევნები, როგორ უნდა დაგვინიშნოს? – ის არ არის ლეგიტიმური. აბსოლუტურად არ აქვს ლეგიტიმაცია არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. უფლებაც არ აქვს, რომ დანიშნოს არჩევნები, დამიჯერეთ. ვკითხეთ, ვინც ერკვევა კონსტიტუციაში და მათ უფრო ნაკლები ლეგიტიმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ, ხალხს. დღეს მათ კანონი არ ეკუთვნით, ეს ყველაფერი არის არალეგიტიმური. გვყავს ლეგიტიმური პრეზიდენტი, როგორც ამერიკელები და ევროპელები ამბობენ, და ეს არის … გახარიასაც შევხვდი, პირადად ბატონ გიორგის, საც, 4 ნომერსაც, 5 ნომერსაც, ყველას შევხვდი. გახარიამ ერთი რამ თქვა, რომ შეიძლება მე მონაწილეობა ვერ მივიღო გარკვეული მიზეზების გამო ამაში, მაგრამ თუ დაინიშნა არჩევნები სექტემბერში, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობასო”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. მისივე აზრით, არჩევნების ტელეფონით ჩატარების შემთხვევაში გაყალბება და პირადი ინფორმაციის გასაჯაროება ვერ მოხდება. გარდა ამისა, პროცესში უპრობლემოდ ჩაერთვებიან ემიგრანტებიც”, – აღნიშნავს გამოცემა.
“შევეცდები აგიხსნათ: გაქვს ტელეფონი, ამ ტელეფონით ფიქსირდები ამომრჩეველთა სიაში. როცა მოვა არჩევნები, არჩევნების დროს ჩაირთვება ფანჯარა, სადაც შეგყავს შენი პერსონალური მონაცემები და აჭერ რომელ პარტიას გინდა მისცე ხმა. სახლიდან გამოუსვლელად შეიძლება ჩატარდეს ეს არჩევნები. რაც მთავარია, ასობით ათასი ჩვენი ემიგრანტი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. “ტელეფონით გაყალბების შანსი აბსოლუტურად არ არის. იქნება სპეციალური საიტი, რომელიც შემოწმდება საზღვარგარეთიდან. მივიღებთ დასტურს, რომ იქნება 100%-იანი გარანტია. რაც მთავარია, ტელეფონი არ გაჟონავს”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ”, – განაგრძობს გამოცემა.
“ბრიყვული ინიციატივაა პაატა ბურჭულაძისა და რადიკალური ოპოზიციის ერთად შეთანხმებით. აქ იბადება შეკითხვები, რომლებიც უფრო კომედიურ ჟანრში გადადის – ვისაც არ აქვს მობილური ტელეფონები, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას? მეორე შეკითხვა – “ქართული ოცნების” ასი ათასობით მხარდამჭერი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ მიიღებს მონაწილეობას ამ ფსევდო არჩევნებში, მათი ხმები არ ჩაითვლება, ხომ? შეკითხვების კასკადი გრძელდება იმ ტოტალურ სისულელესთან, რაც წარმოაჩინა პოლიტიკოსმა პაატა ბურჭულაძემ. რატომ გადაწყვიტა რადიკალურმა ოპოზიციამ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ პუტინთან მომღერალი გაეხადათ მთავარ სპიკერად? ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ტელეფონით ტექნოლოგიურ კრეატიულობაში სრულ კატასტროფაზე. ვინ დაითვლის ამ ხმებს? კიდევ ერთი შეკითხვაა – ვინ შეაჯამებს საარჩევნო ოქმებს, თუ ს არ ენდობიან? რამე ტრაგიკომედიური ალტერნატივა უნდა შექმნან?” – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“მე კიდევ შევთავაზებდი ასე სარკასტულად: ბარემ მიიწვიონ რუსთაველზე ან დიდ ქალაქებში ხალხი და ე.წ. მანდატების და ფერადი ფურცლების დახმარებით ჩაატარონ არჩევნები. შეკითხვები ბევრია, პასუხები კი რადიკალებისგან არ არის. ამ ინიციატივაზეც უკან დაიხევენ. რამდენჯერ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია? თავად აღიარებენ, რომ წინა გაერთიანებები არაეფექტური იყო. ახლა კიდევ ახალი გაერთიანება იქნება სრული ნონსენსი. ამ ინიციატივის გარშემო ნაწილი იტყვის, რომ მხარს უჭერს, ნაწილი განზე გადგება – გაიყოფიან ისევ. რასაკვირველია, პრაქტიკულად მოაზროვნე პოლიტიკოსები ოპოზიციურ ველზე მოემზადებიან ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელსაც ჩაატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია და არა ფსევდო სატელეფონო აპლიკაციები. პაატა ბურჭულაძის წამოწევა ოპოზიციურ მედიაში იმაზე მეტყველებს, რომ მათ სხვა რესურსი არ აქვთ”, – დაასკვნის აბაშიძე.
“ეს ინიციატივა ნაკლებად რეალისტური მგონია, მაგრამ, თავისთავად, კარგი მობილიზაციური ინსტრუმენტი უნდა იყოს საზოგადოებისათვის. საზოგადოებას სჭირდება მობილიზაციური თემები, როგორც მნიშვნელოვანი თარიღების შემთხვევაშია – 9 აპრილი, 26 მაისი და ა.შ. ასე რომ, ეს ინიციატივაც მობილიზაციური მნიშვნელობის ელემენტი იქნება. თუმცა, პირადად მე მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოება არ დაიბნეს – ვიღაცას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა, ვიღაც ბოიკოტს უცხადებს. თუმცა ადგილობრივი არჩევნები არის ბოლო შანსი (უახლოეს 3 წელიწადში სხვა შანსი არ იქნება) დავამარცხოთ “ქართული ოცნება” მის მოედანზე. კალენდარზე ჩანიშნული არჩევნები – ეს არის დე ფაქტო არჩევნები. ხელისუფლება გყავს დე ფაქტო, როგორც კომუნისტები იყვნენ დე ფაქტო და გამსახურდიამ დაამარცხა ისინი მათ მოედანზე, ისევე, როგორც ივანიშვილმა დაამარცხა “ნაციონალური მოძრაობა” თავისივე მოედანზე”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ადგილობრივი არჩევნები უფრო მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეთი ღონისძიებები, თუ კარგად იქნება გათვლილი, საზოგადოების მობილიზაციას ხელს შეუწყობს. არ მგონია ოპოზიციამ მხარი აუბას ამ ინიციატივას, უფრო საზოგადოება აუბამს მხარს. ოპოზიციაში ეჭვი მეპარება მოხდეს ამის გააზრება. თავისთავად კარგი პიარ-კამპანიაა, მაგრამ აქედან არანაირი სამართლებრივი შედეგი არ დადგება, არც პოლიტიკური, გარდა პიარ-კამპანიისა. გამსახურდიას დროსაც იყო ძალები, რომლებიც კომუნისტებთან ერთად არჩევნებში მონაწილეობას არ ემხრობოდნენ – კონგრესი შეიქმნა. მე იქ ვიყავი, სიმართლე გითხრათ, უფრო ამ მიმართულებით ვიყავი ჩართული, მაგრამ ვის ახსოვს ახლა ეს კონგრესი? ასეთი რაღაც მოხდება ამ შემთხვევაშიც”, – დასძენს ზაქარეიშვილი.
მირიან მირიანაშვილი – “საქართველო და დიდი გეოპოლიტიკური “ჯახი”: ვის დარჩება კავკასია?!”
“ამერიკა-რუსეთს შორის უკვე არის შეთანხმება უკრაინის საქმეზე, უბრალოდ, ჯერ ხელმოწერილი არ არის. ამ შეთანხმებაში საქართველოს საკითხი არ არის, ჩვენი საკითხი ცალკე განხილვის საგნად არის გამოტანილი. დავითაშვილის ვიზიტს ამ საკითხში არაფერი შეუცვლია. ამაო აღმოჩნდა რუსეთის ცდები, რომ ამერიკასთან მოლაპარაკებები წარმოჩენილიყო იმ ფორმით, თითქოს ვაშინგტონი აღიარებს ჩვენს ქვეყანაში დღეს არსებულ პოლიტიკურ სტატუს-კვოს. რუსებ­ მეორე ვარიანტი ჰქონდათ – კირილ დმიტრიევის სამოლაპარაკებო ჯგუფს აქვს იდეები, როგორ გადაცვალოს რუსეთმა საქართველოზე პოლიტიკური დომინაცია სხვა ბენეფიციებზე. მას შემდეგ, რაც რუსებმა სტატუს-კვოზე პროლონგირების სახელშეკრულებო შედეგი ვერ მიიღეს, გადაწყვიტეს, საქართველოს საკითხი ვაჭრობის საგნად ექციათ. ეს არის აქტიური პოზიტივი…”, – აცხადებს ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველო და დიდი გეოპოლიტიკური “ჯახი”: ვის დარჩება კავკასია?!”
“რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში ჩინეთის გაძლიერებულ აქტიურობას მხოლოდ ტრამპი კი არა, ამერიკის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური საზოგადოება ამ საკითხს განიხილავს როგორც ჩინეთის ცდას, ევროპაში გაჭრას ფანჯარა. მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ფეხი მოიკიდა შუა აზიასა და კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ცხადი იყო, რომ კავკასიაშიც მოინდომებდა ნახტომის გაკეთებას, მაგრამ ამერიკელებს იმედი ჰქონდათ, ეს პროცესი გაჭიანურდებოდა. დღეს არსებული მოცემულობა ამერიკელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათ იმაზე ბევრად მძაფრი რეაქცია აქვთ, ვიდრე ევროპას ჰქონდა, როდესაც რუსეთმა ბალტიის ზღვაზე გაჭრა ფანჯარა. “ქართული ოცნება” ადრე თუ გვიან აუცილებლად გადააწყდება ამერიკელების პოლიტიკურ ულტიმატუმს. ტრამპი ფარული დიპლომატიის სტილს არ იყენებს – მაქსიმალურად დრამატულ წერტილამდე მიჰყავს ვითარება და მერე მოულოდნელად აჯახებს ულტიმატუმს. ხშირად დროის ლიმიტსაც არ იძლევა. თუ გავითვალისწინებთ, ერთი მხრივ, ამერიკის პოლიტიკური ელიტის უკმაყოფილებას საქართველოში ჩინეთის აქტიურობის გამო და მეორე მხრივ, ტრამპის საქმის წარმოების წესს, მივიღებთ სწორედ პოლიტიკურ ულტიმატუმებს“, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.
“ქართული ოცნების” ლეგიტიმაციის საკითხი იყო სწორედ პოლიტიკური მძევალი რუსებსა და ამერიკელებს შორის ჩვენი საკითხის განხილვისას. თუ საქართველოს სტატუსზე შეთანხმდებოდნენ და ამერიკელები რუსების დომინაციას დათანხმდებოდნენ, “ქართული ოცნების” ლეგიტიმაციის საკითხიც ავტომატურად გადაწყდებოდა. რაკი ამერიკელებმა უარი თქვეს უკრაინის კონტექსტში პოსტსაბჭოთა სივრცის თემების დალაგებაზე, ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ლეგიტიმაცია არ იქნება. ამერიკის ადმინისტრაციის იმ ნაწილს, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეს კურირებს, საქართველოსა და კავკასიის საკითხზე რუსეთისგან განსხვავებული ხედვა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მათ შორის ხელისუფლებას, ბევრი სიურპრიზი ელის. თუმცა ვიდრე უკრაინის პრობლემა არ გადაწყდება, საქართველოს მთავრობას პოლიტიკური პაუზის კომფორტი აქვს”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“როგორც მე გავიგე, ამერიკელები ხელისუფლებას კატეგორიულად მოსთხოვენ ჩინური ლობის დეაქტივაციას პოლიტიკურ ელიტაში. არ ვიცი, ვინ არის ჩინური ლობი, მაგრამ რადგან ამერიკელები ამაზე პედალირებენ, ჩანს, ინფორმაცია აქვთ. ტრამპის ადმინისტრაცია ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთან ფარულ დისკუსიას გამართავს. ეს არის ახლა ამერიკელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ხომ ნახეთ, თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა 3000 კაცი გაისტუმრა ციხეში, მაგრამ ტრამპს ეს არც აინტერესებს – ერდოღანს ამერიკა საგარეო პოლიტიკის გამო არ ედავება და ამიტომაც აქვს ასეთი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. ჩვენს ხელისუფლებას ასეთი ფუფუნება არა აქვს, იმიტომ, რომ მას დასავლეთი პრორუსულობის გამო ედავება. ამერიკელების ნომერი მეორე ულტიმატუმი “ოცნებისთვის” პრორუსული კურსის დეაქტივაცია იქნება. როგორც ამერიკელები ამბობენ, “ოცნებაში~ ჩინეთთანაც და რუსებთანაც ფარული კომუნიკაცია აქვთ. არ გამოვრიცხავ, ამერიკელების უფრო ძლიერი ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით “ქართულმა ოცნებამ” რუსულ-ჩინური ალიანსისგან შეღავათებიც მიიღოს”, – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“შიდაპოლიტიკურ ველზე მნიშვნელოვან ცვლილებას არ ველი. არც ქუჩაში გამოსული საპროტესტო მუხტია მასშტაბური და არც ოპოზიციას არა აქვს დასავლეთის მხარდაჭერა. ევროპას შეზღუდული აქვს იმის რესურსი, რომ ივანიშვილს შიდა პრობლემები შეუქმნას, ამერიკას კი ჯერ ეს არ სჭირდება. ერთი საგულისხმო რამ მინდა გითხრათ – საქართველოში დასავლეთის აქტიურობას ყოველთვის ისე წარმოაჩენენ, თითქოს რევოლუციის მოწყობა სურს. იმისთვის, რომ ამერიკელებმა საქართველოს ხელისუფლებას რამე გააკეთებინოს, ან პირიქით, რაიმე გადააფიქრებინოს, რევოლუცია სულაც არ არის საჭირო. საქართველოში რევოლუციებს ყოველთვის რუსეთის უშიშროება აწყობდა არსებული პოლიტიკური ცვლილებების გადაფარვის მიზნით. რუსეთის ორგანიზებული იყო 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალება და 2003 წლის “ც”. შევარდნაძის გადაგდება ჩვეულებრივი სპექტაკლი იყო. ამიტომ ქართველებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვიყალიბოთ ამ სპექტაკლებზე ალერგია, თორემ კიდევ იქნება შემდეგი სერიები. დღეს არც ამ სპექტაკლის დადგმის საშიშროებას ვხედავ, იმიტომ, რომ რუსებს ეშინიათ, ვინმე ივანიშვილზე უარესი არ მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში”, – დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.
“მიუხედავად იმისა, რომ ამერიკასა და რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებული სხვადასხვა გეგმა აქვთ, ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა არც ერთს არ აწყობს. ამერიკელებს ახლა აქ ქაოსი არ სჭირდებათ. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილისა და პაატა ბურჭულაძის აქტივობებს, მათ არა აქვთ ამერიკის ადმინისტრაციის მხარდაჭერა. შესაბამისად, მათი რესურსები ს საპირწონედ ნულის ტოლია. თუ როდის ჩამოყალიბდება ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს შესახებ მაინც უკრაინის საკითხის გადაწყვეტაზეა დამოკიდებული. თუ უკრაინის საკითხის გადაწყვეტა გაჭიანურდა, შეიძლება საქართველოს საკითხის გადაწყვეტა დროზე ადრე დაიწყონ”, – დასძენს მირიანაშვილი და შეკითხვაზე – “მოდი, დავაზუსტოთ, რა დევს ახლა სავაჭრო დახლზე საქართველოსთან ერთად?” – პასუხობს:
“რუსეთმა უნდა დატოვოს არსებული ეკონომიკური პრეფერენციები. დღეს საქართველოს ეკონომიკის 90% ოფშორებშია და მის უკან რუსები დგანან. ამის სანაცვლოდ რუსებმა უნდა მიიღონ გარანტია, რომ საქართველო არასდროს გაწევრდება ევროამერიკულ სტრუქტურებში. არის კიდევ ერთი, პირობა – დასავლეთმა საქართველოში არ უნდა შემოუშვას თურქეთი. ადრეულ ეტაპზე იყო ფარული მოლაპარაკება, რომ დასავლეთს საქართველოში ჩინეთი არ უნდა შემოეშვა, იმიტომ, რომ ჩინეთის ცდას, ამიერკავკასია წაართვას რუსეთს, მოსკოვი ვერ უძალიანდება. ამიტომ ფარულად ცდილობდა და ცდილობს რუსეთი, რომ საკუთარი მოკავშირის პრეტენზიები ამერიკის ხელით მოიგერიოს. აი, ამაზეა ახლა მოლაპარაკებები და კიდევ უამრავი ნიუანსია… მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ მოლაპარაკებები ჯერ არ გამართულა, ეს უკრაინის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ გამოიკვეთება. არ არის სწორი, საქართველოში ზოგიერთს რომ ჰგონია, პუტინი და სი ძინპინი ძმაკაცები არიანო, ან ამერიკამ იმიტომ იომა წლების განმავლობაში, იმიტომ დახარჯა მილიონები და დაანგრია საფრანგეთისა და გერმანიის იმპერიები, რომ მერე ამერიკის კონტინენტზე გამოიკეტოს, მსოფლიო კი რუსეთს და ჩინეთს გაუყოს. გაცილებით რთულადაა საქმე და ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.