დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში გამართულ შეხვედრაზე – ვხედავ, უფრო დამშვიდებულია, ვფიქრობ, გარიგების დადება სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის ლიდერი ვოლოდიმირ ზელენსკი უფრო დამშვიდებულია და უფრო მეტად დაინტერესებულია ომის დასრულების შესახებ შეთანხმების მიღწევით.
„ვხედავ, უფრო დამშვიდებულია. ვფიქრობ, სურათს ხვდება და ვფიქრობ, გარიგების დადება სურს“, – აღნიშნა ტრამპმა, როდესაც კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში გამართულ შეხვედრის შესახებ.
მისი თქმით, შეხვედრაზე მოკლედ განიხილეს ყირიმის საკითხი. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა, ყირიმი დათმოს ტრამპმა უპასუხა : „ვფიქრობ, კი“.
ამასთან, დონალდ ტრამპმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, „შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას“.
მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა მშვენიერი შეხვედრა იყო.
„მშვენიერი შეხვედრა იყო. გეტყვით, რომ ეს იყო ყველაზე მშვენიერი ოფისი, რაც კი ოდესმე მინახავს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს