წლის მთავარ დღესასწაული და საახალწლო ღონისძიებები რეგიონებში – რა ელით ადგილზე მისულ სტუმრებს

ყველაზე მასშტაბური საახალწლო ღონისძიება დღეს ოფიციალურად გაიხსნა. “ახალი წლის დღეები” ქვეყნის მასშტაბით დღეს 5 ქალაქში დაიწყო. ღონისძიების მასპინძელია ქუთაისი, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები დილიდან დაიწყო. დღის მეორე ნახევრიდან ადგილზე მისულ სტუმრებს არაერთი აქტივობა დახვდათ. საზეიმოდ აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
დღესასწაულს უერთდება ოზურგეთიც. ხანგრძლივი სამზადისის შემდეგ ქალაქში არაერთი ღონისძიება იმართება. დღის ბოლოს ადგილზე მისული მსმენელებისთვის მუსიკალური საღამო ჩატარდა. კონცერტზე სხვადასხვა პროგრამა ადგილობრივმა და თბილიდან ჩასულმა მომღერლებმა შეასრულეს.
სადღესასწაულო განწყობა დილიდანაა თეთრიწყაროში. მიმდინარეობს საბავშვო და გასართობი აქტივობები. მოწყობილია ტრადიციული საშობაო ბაზრობა, სადაც მეწარმეები ხელნაკეთ ნივთებს ყიდიან. გამოტანილია ადგილობრივი ნაწარმი.
სადღესასწაულო აქტივობები თავს იყრის დუშეთში. ქალაქში ადგილობრივი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით არაერთი ღონისძიება ტარდება. დღის ბოლოს კი გრანდიოზული მუსიკალური ნომრით გაგრძელდა.
კონცერტისთვის სცენა დამონტაჟებულია ნინოწმინდაშიც. მოწყობილია საშობაო სოფელი და საახალწლო კუთხე. დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა გასართობი შოუ. ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ პარკებში დღის ორი საათიდან მიმდინარეობს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა მუნიციპალიტეტი 2024 წელს განახლებული ილუმინაციებით შეხვდება. ახალი წლის დღეები საქართველოში დღეს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი