ხელოვანების მიმართვა აკრედიტაციის კომისიას – ავტორები ღირსეული გამარჯვებულის გამოვლენას ითხოვენ და ასეთად მხოლოდ IPOA-ს ასახელებენ

საქართველოში რეგისტრირებული საავტორო უფლებათა სამი ასოციაციის წევრები აკრედიტაციის კომისიას მოუწოდებენ აკრედიტაცია მხოლოდ ერთს – ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას მიანიჭოს. სწორედ IPOA აერთიანებს სამივე ორგანიზაციიდან წარმომადგენლებს და როგორც ხელოვანები ამბობენ, ეს ერთადერთი ასოციაციაა, რომელიც აკრედიტაციისთვის საჭირო პირობებს აკმაყოფილებს.
ხელოვანები ფიქრობენ, რომ ავტორს და შემსრულებელს ერთი ორგანიზაცია უნდა აერთიანებდეს და არ შეიძლება მათი სხვადასხვა ასოციაციაში გაყოფა. მათი თქმით, ესა ევროპული სტანდარტიც. გარდა ამისა, ავტორ-შემსრულებლები განმარტავენ, რომ არ სურთ ისეთ ასოციაციასთან თანამშრომლობა, რომელსაც აუდიტის სამსახური დასკვნის მიხედვით ავტორთა კუთვნილი ჰონორარების შეგროვებით მიღებული თანხიდან დიდი ნაწილი, შეუსაბამოდ და არაჯეროვნად აქვს დახარჯული.

IPOA, რომლისთვისაც ხელოვანები აკრედიტაციის მინიჭებას ითხოვენ, რამდენიმე თვის წინ დაფუძნდა. კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გაერთიანება და ორგანიზაციის შექმნა საკუთარი უფლებების დასაცავად გადაწყვიტეს.

აკრედიტაციის კომისიამ გადაწყვეტილება, თუ ვინ განკარგავს ავტორთა უფლებებს, თვის ბოლომდე უნდა გამოაცხადოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს