ისრაელი აცხადებს, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ალ-შიფას საავადმყოფოს ნაწილში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ.
მათი მტკიცებით, ოპერაცია ხორციელდება დაზვერვის ინფორმაციისა და ოპერატიული აუცილებლობის საფუძველზე.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათი ძალები “მოიცავენ სამედიცინო გუნდებს და არაბულ ენაზე მოლაპარაკეებს, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტრენინგი ამ რთული და მგრძნობიარე გარემოსთვის მოსამზადებლად”.
„ჩვენი მიზანია, არანაირი ზიანი არ მიადგეს მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებსაც „ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.
შეგახსენებთ, „ჰამასი“ უარყოფს, რომ საავადმყოფოს ოპერაციებისთვის იყენებს და საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდებს, მის ტერიტორიაზე შევიდეს და შეამოწმოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ