ვანკუვერში ქუჩის ფესტივალზე ავტომობილი ხალხში შევარდა – დაიღუპა რამდენიმე ადამიანი

კანადის ქალაქ ვანკუვერში ქუჩის ფესტივალზე ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას BBС-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
„რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა მას შემდეგ, რაც მძღოლი ფესტივალზე ხალხში შევარდა. ის დაკავებულია“, – აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: თუ დადგინდება, რომ ასეთი საქმიანობა ეხმარება ოკუპანტის ინტერესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი შეფასების საგანი კი არა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გახდეს