დიმიტრი პესკოვი – რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განაახლოს

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრაზე დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა, უკრაინასთან მოლაპარაკებები წინაპირობების გარეშე აწარმოოს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ტრამპის წარმომადგენელ უიტკოფთან საუბრისას ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსული მხარე მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განაახლოს“,-აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, პუტინმა და უიტკოფმა შეხვედრა კრემლში პარასკევს გამართეს. მას ასევე, ესწრებოდნენ პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს შაკოები და ივანიშვილის ინკუბატორში გამოზრდილი სხვა პატარა სადისტები სრულიად საქართველოს მტრები და პროვოკატორებია რომლებსაც ყველა არგაგონილ სიბინძურეზე და ცილისწამებაზე შეუძლიათ წასვლა