: პაპი კეთილშობილი ადამიანი იყო, რომელიც იღწვოდა, რომ სათნოება და სიყვარული ყოფილიყო ადამიანებს შორის, მერგო პატივი, რომ საქართველოს სახელით ვყოფილიყავი აქ

საქართველოს პრეზიდენტი , რომში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, უბრალო, კეთილშობილი ადამიანი იყო, რომელიც იღწვოდა, რომ სათნოება და სიყვარული ყოფილიყო ადამიანებს შორის:

“დავესწარი ვატიკანში მისი უწმინდესობის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალს. საკმაოდ ბევრი ადამიანი დაესწრო. ის იყო უბრალო, კეთილშობილი ადამიანი, რომელიც იღწვოდა, რომ სათნოება და სიყვარული ყოფილიყო ადამიანებს შორის. გამოჩნდა კიდეც, რომ საკმაოდ დიდი დაფასება დაიმსახურა მან. მე პატივი მერგო, რომ საქართველოს სახელით ვყოფილიყავი აქ, მსოფლიო ლიდერებთან ერთად,”- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

დღეს,  ფრანცისკე დაკრძალეს. პაპ ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან გამოასვენეს და წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენეს, შემდეგ კი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. ცერემონიას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩასული ათასობით ადამიანი ესწრებოდა – მონარქები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, ვატიკანშია 170 ქვეყნის სხვადასხვა დელეგაცია.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“