“ღარიბაშვილს შეიძლება წაღებული ფულიც დაუთვალონ. შემდეგი გაშვებული ალბათ დავითაშვილი იქნება” – ოპოზიცია

გახარიას გუნდის წევრი, ლვან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, ღარიბაშვილს თანამდებობიდან გაშვების გარდა, დაცვის ყველანაირი გარანტიები მოუხსნან.
გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, რომ ღარიბაშვილს “წაღებული ფულიც დაუთვალონ”.
“პოლიტიკიდან გაუშვეს ადამიანი, ეს არ არის მარტო თანამდებობიდან გაშვება. ჩახნსეს ყველანაირი ინფრასტრუქტურიდან, ყველანაირი დაცვის გარანტიები შეიძლება მოუხსხნან. სისტემურად “ოცნება” ღარიბაშვილის იმიჯს აღარ დაიცავს. ყველანაირი რესურსიდან ჩახსნილი არის და ის ფული, რომელიც მან წაიღო, შეიძლება ისიც კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდეს და ვიღაცა თავისი პირადი პოპულარობისთვის და საქმისთვის, შეიძლება მოიკითხონ, დაუთვალონ. შეიძლება ინფრომაციები საჯარო სივრცეშიც გამოვიდეს. ყველაფერი მოსალოდნელია”. – ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა ისევ დააბრუნოს პოლიტიკაში. სხვათა შორის, პოლიტიკაში კვლავ დაბრუნებას არც თავად ღარიბაშვილი გამორიცხავს.
ხიდაშელი ამბობს, რომ “ივანიშვილს ღარიბაშვილი შეუძლია გამოიყენოს როგორც თოჯინა, როცა უნდა, როგორც უნდა და რისთვისაც უნდა”.
“14-ჯერ ახსენა , ივანიშვილს და ახსენებდა სწორედ ამ კონტექსტში, როგორც პატრონს, მამა მარჩენალს, რომლის კალთაზეც არის გამოკიდებული და როგორც ის ეტყვის ისე მოიქცევა. ასე იქცეოდა და ასეც მოიქცევა. ამიტომ აქ არავითარი თავისუფალი მიმოხილვების და წიაღსვლების ადგილი არ არის. სპეციფიური მოთამაშეა მთელ ამ თამი, ივანიშვილს შეუძლია გამოიყენოს როგორც თოჯინა, როცა უნდა, როგორც უნდა და რისთვისაც უნდა. როდის გამოიყენებს არ ვიცი”, – ამბობს ხიდაშელი.
“ჩაძირული გემიდან ვირთხები გარბიან” – ასე აფასებს “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლას. მისი თქმით, საქართველოს გარუსების პროცესი სწორედ ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის დროს დაიწყო, ამიტომაც ის წასვლით პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის.
“საქართველოს გარუსების პროცესი დაიწყო მაშინ, როცა ღარიბაშვილი იყო პრემიერ მინისტრი. საქართველომ უარი საბოლოოდ თქვა საქართველოს მოსახლეობის უმთავრეს არჩევანზე ევროპაზე, როცა ღარიბაშვილი იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე. შესაბამისად, ვერავითარ პასუხისმგებლობას ღარიბაშვილი წასვლით ვერ მოიხსნის. ღარიბაშვილის წასვლა ერთის მხრივ არის სიმპტომი იმისა, რომ ჩაძირული გემიდან ვირთხები გარბიან. სანქციებით შეშინებული და პანიკაში ჩავარდნილი “ოცნების” ლიდერები ცდილობენ ყველა ფორმით, რომ დატოვონ თამაში”, – ამბობს თაზო დათუნაშვილი.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერისთვის, ხატია დეკანოიძისთვის მნიშვნელობა არ აქვს, არალეგიტიმურ პოსტზე ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი ვინ იქნება მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარე კორუმპირებული პირია, რომელმაც სახელმწიფო სახსრები მიითვისა და მოქალაქეების წინაშე არაერთი დანაშაული ჩაიდინა, სწორედ ამიტომ ხატია დეკანოიძე იმედოვნებს, რომ ღარიბაშვილი სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხს აგებს.
“ჩემთვის ეს საკითხი დიდი მნიშვნელობის არ არის. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელი ნებისმიერ არალეგიტიმურ პოსტზე. ჩვენ ვართ მძიმე ვითარებაში, როდესაც ქვეყანას მართავს ერთი ადამიანი. ამ ადამიანს უნდა, რომ ქვეყანა რუსულ ლაფში, წუმპეში ჩაიძიროს. გვაქვს უმძიმესი მოცემულობა, რომ რეჟიმის ტყვეები გვყავს, არ არსებობს ქვეყანაში . გაუქმებულია ყველანაირი დემოკრატიული პროცესი. ჩემთვის ღარიბაშვილი კორუმპირებულია. გვახსოვს მისი დანაშაულები, 5 ივლისი. დადგება დრო, როდესაც იგი აუცილებლად პასუხს აგებს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ეს არის ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო სახსრები მიითვისა. როცა დასჭირდება მაშინ ამოიღებს ივანიშვილი რეჟიმის ნებისმიერ წარმომადგენელს და დასვამს”. – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვარაუდობს, რომ შემდეგი, ვისაც დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, ლევან დავითაშვილი იქნება.
“ის (დავითაშვილი) შემორჩა ძველი კოჰორტიდან, არ წარმოადგენს ახალ შემადგენლობას. არ არის მდინარაძის, კობახიძის, კალაძის გუნდიდან. თუ თვითმფრინავში არ მოხსნეს, ეგეც კარგია” – ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
“ლევან დავითაშვილის ადგილას კარგად მოვუსმენდი საინფორმაციო საშუალებებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოფრენამდე, რადგან გათავისუფლებული თანამდებობის პირებიდან შემდეგი, ალბათ, ეგ იქნება. ის შემორჩა ძველი კოჰორტიდან, არ წარმოადგენს ახალ შემადგენლობას. არ არის მდინარაძის, კობახიძის, კალაძის გუნდიდან. ის წინა შემადგენლობიდან არ არის. თუ თვითმფრინავში არ მოხსნეს, ეგეც კარგია. ამ ეტაპზე ის საკუთარ მომავალზე უფრო უნდა ზრუნავდეს, ვიდრე სხვა რამეზე.
რაც შეეხება ღარიბაშვილის გასვლას, ამას არანაირი მნიშვნელობა, შემხებლობა, ცვლილება ამ ადამიანების მდგომარეობასა და ცხოვრების დონეზე არ ექნება. შეიძლება, უბრალოდ ახლადდანიშნული ადამიანი უფრო გამდიდრდეს. საქართველოს მოქალაქისთვის ვინ წავა და ვინ მოვა “ქართული ოცნების” თანამდებობის მფლობელებს შორის, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”. – განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პორტი დატოვა. როგორც მან განმარტა, სურს მისი შესაძლებლობები სხვა სფეროში მოსინჯოს. თუმცა, არ დაუკონკრეტებია პოლიტიკიდან სად წავა. აღნიშნა, რომ საქმიანობას კერძოს სექტორში გააგრძელებს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას.
“ჩემს მომავალ საქმიანობას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება გაიგებს. ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა,” – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„შევეცდები, ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკურ განვითარებაში და ამის შესახებ მომავალში გექნებათ სიახლეები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, განიხილავს თუ არა მომავალში პოლიტიკაში დაბრუნებას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „გამორიცხული არაფერია“.
ირაკლი ღარიბაშვილი ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს 2024 წლის 1 თებერვლიდან იკავებდა. ის „ქართული ოცნების“ საქმიანობაში პარტიის დაფუძნებიდან, 2012 წლიდან იყო ჩართული. ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს. 2012-2013 წლებში ის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 2013 წლის 20 ნოემბერს პირველ ჯერზე დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პოსტს 2015 წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა. ასევე, 2013-2015 წლებში იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე. პრემიერ-მინისტრად ის მეორედ, 2021 წლის 22 თებერვალს დაინიშნა და ამ პოსტს 2024 წლის 29 იანვრამდე იკავებდა.