სავარაუდოდ მოლანდებები დაეწყოთ – თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის და ოპოზიციის ინიციატივაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი პაატა ბურჭულაძის ინიციატივას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მედიასთან აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიცია პოლიტიკურ კრიზისშია.
„იმდენად ღრმა პოლიტიკურ კრიზისში არიან, რომ სავარაუდოდ მოლანდებები დაეწყოთ, სხვანაირად არ შეიძლება აიხსნას ის აბსურდული განცხადებები, რასაც ისინი აჟღერებენ. როგორიც არ უნდა იყოს რადიკალური ოპოზიციის გადაწყვეტილება, განწირული იქნება მეათე, საიუბილეო პოლიტიკური კრახისთვის“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
პაატა ბურჭულაძე ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ ოპოზიციამ შემოდგომაზე პარლამენტისა და თვითმმართველობის საკუთარი ძალით და ისიც ტელეფონებით ჩაატაროს.
„ნაციონალური მოძრაობა“ დანაყოფ პარტიებსა და კოლეგა ოპოზიციონერებს თვითმმართველობის ს ბოიკოტისკენ მოუწოდებს. ოპოზიციაში აზრთა სხვაობაა. ნაწილი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს. „ლელომ“ კი პოზიცია შეარბილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს

აშშ-ს აქვს გამოხატული შეცვლილი პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და ეს არის უკრაინაში განვითარებული მოვლენების პირდაპირი გაგრძელება – გვმართებს პრაგმატულობა, რაციონალური მიდგომა, ეროვნული ინტერესების შესაბამისად უნდა გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას მოგვცემს