“ქურდული წილის” სახით თანხის გადახდა და კრიმინალური ავტორიტეტები – შსს-მ 1 პირი დააკავა, ორს ბრალი წარედგინა

ბრძოლა ქურდულ სამყაროსთან გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა, ორს კი ბრალი წარედგინა.
გამოძიებით რამდენიმე დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთა, კერძოდ ბრალდებულები “კანონიერი ქურდების” და კრიმინალური ავტორიტეტის სახელით სხვადასხვა ბიზნეს საქმიანობაში ჩართულ პირებს უკავშირდებოდნენ და “ქურდული წილის” სახით თანხის გადახდას სთხოვდნენ.
ასევე, მათ დაშინების მიზნით თვალთვალის შედეგად გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი