ნუკა კვალიაშვილი ცნობილი მომღერლის, ეკა კვალიაშვილის ქალიშვილია. ”საქართველოს ვარსკვლავის” ფინალისტმა პროექტში მონაწილეობისას უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა.
ეკა კვალიაშვილი სამჯერ იყო დაოჯახებული, მისი პირველი ქმარი თემო გვალია იყო. თემო და ეკა ბავშვობის მეგობრები იყვნენ და ოჯახიც საკმაოდ პატარა ასაკში შექმნეს. მათი ოჯახი მალე დაინგრა. ერთადერთი ქალიშვილი ეკას სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს. მამას შვილის აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ ნუკამ ცოტა ხნის წინ გვარი შეიცვალა და დედის გვარზე გადავიდა. ამასთან დაკავშირებით მან ინტერვიუში ისაუბრა:
“მინდა, იმ ადამიანის გვარი ვატარო, ვინც ჩემზე იზრუნა, გამზარდა, მხარში მედგა, ჩემზე დიდი ამაგი აქვს, დღემდე სიგიჟემდე ვუყვარვარ და მეც მიყვარს. ეს ადამიანი ჩემი საყვარელი დედიკო გახლავთ… მამის შესახებ რა გითხრათ? რაც სათქმელი იყო, უკვე ვთქვი. ცოტა არ იყოს, მეცინებოდა, როცა ინტერვიუს შემდგომ კომენტარებს ვკითხულობდი და მამაჩემის მეგობრები პრეტენზიებს გამოთქვამდნენ და წერდნენ, – ის ხომ არაჩვეულებრივი ადამიანიაო! შეიძლება, არაჩვეულებრივი ადამიანი მეგობრებთან იყო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას ჩემთვის ელემენტარული ყურადღებაც არ მოუქცევია. ამიტომ ერთი კომენტარიც ვერ ვნახე, სადაც ეწერებოდა: ნუკა, შენ ტყუი, შენ ხომ მან გაგზარდა და ამაგი აქვს შენზეო? პრინციპში, ამას ვერც იტყვიან და თუ მაინც დააპირებენ რაიმე მსგავსის თქმას, ყველას ვაფრთხილებ: – ისე ნუ მოიქცევიან, რომ შემდეგ სახალისო ფაქტები, რომელიც ჩემ მობილურ ტელეფონში ინახება, საზოგადოებას ვუჩვენო. ასე რომ, ჩემზე ტყუილის თქმას თავი დაანებონ. ცხოვრებაში ყველაზე მეტად ტყუილი მეზიზღება და არ ვიკადრებ, რომ ვიცრუო. ძალიან პირდაპირი ვარ და მოტყუება არც გამომდის…”
დედაჩემის და მამაჩემის თანაცხოვრება არ მახსოვს. არ მახსენდება ეს ყოველდღიური კომუნიკაცია მამა-შვილობის. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს მამას ვეძახი, ეს სიტყვა ყურში უცნაურად მხვდება. თვითონ პერსონაჟია ჩემს ცხოვრებაში უცნაური, რადგან ჩემთვის არ ყოფილა. [ბოდიშის მოხდა უცდია], ბევრჯერ გვისაუბრია. ეს ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, არ მინდა ლაპარაკი, ვინ არის სწორი და ვინ არასწორი.
მე ვიცი მამაჩემის მდგომარეობა და გვისაუბრია ღიად. დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდით დროს და რაღაცებს შევცვლიდით. გვარი შევიცვალე, რადგან აქ უკვე ამაგის მომენტია. ყველაზე მეტი ამაგი ჩემს ცხოვრებაში ბებიას, ბაბუას და დედას ჰქონდათ. დედაჩემი იყო ქვა და რკინა. ჩემი არსებობა მისთვის მოტივაცია იყო. დედაჩემი ჩემთვის დედიკოც არის და მამიკოც.
ალბათ ბევრ რამეში დამეხმარებოდა, ისეთი ურთიერთობა რომ მქონოდა ნახევარ და-ძმასთან, როგორიც რეალურად და-ძმას უნდა ჰქონდეს. ძალიან ბევრი რამ გადაილახებოდა, იმაზე მარტივად, ვიდრე მარტომ გადავლახე და გავიარე. ამის პარალელურად გული არ მწყდება. მნიშვნელოვანია, რომ მამრობითი სქესისთვის დახმარება არასოდეს არ მითხოვია და ყველაფერს მე თვითონ ვაგვარებდი. ერთადერთი რასაც ვისურვებდი, მინდა ამაზე ძლიერი და უკეთესი ვიყო”, – ამბობდა მომღერალი.
ნუკას პირველი ქმარი ნიკუშა კობახიძეზე.
“მე და ჩემმა მეუღლემ, ნიკუშა კობახიძემ, ერთმანეთი ინტერნეტის საშუალებით გავიცანით. ერთნაირი თამაში გვიყვარდა და ჩვენი ინტერესები ყველაფერში ემთხვეოდა ერთმანეთს. ყველაფერში მყვება და მოსწონს ჩემი მრავალფეროვნება. ჩემი ქმარი ძალიან მანებივრებს და ხშირად მიწყობს სიურპრიზებს. მან მიბიძგა იმისკენ, რომ სასიმღერო კარიერისთვის მებრძოლა” – ამბობდა ნუკა.
ნუკას და ნიკუშას ორი შვილი ჰყავთ, ლუკა და ალექსანდრე. ნუკას მეორე მეუღლე მსახიობი გოჩა გელაშვილია, რომელიც წლებია, გერმანიაში ცხოვრობს. მათი სიყვარულის ისტორია დისტანციურად დაიწყო.
“ჩვენი დაახლოება და გაცნობა სოციალურ ქსელში მოხდა. ერთმანეთი წლებია, გვყავს მეგობრებში „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“, მაგრამ კომუნიკაცია, როგორც ასეთი, არ გვქონია. დაახლოებით, ოთხი თვის წინ, როდესაც გაუქმებული „ინსტაგრამი“ აღვადგინე, მაშინ მომწერა გოჩამ, ეს არ იყო ფლირტის სტილის კომუნიკაცია, ეს იყო, უბრალოდ, ზოგად თემებზე საუბარი, რაც ყველაფერს მოიცავს, მათ შორის, დღევანდელ მდგომარეობას, რაც პანდემიას ეხება, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე, რითაც მიიქცია ჩემი ყურადღება, ზოგადად, მიყვარს ღრმად მოაზროვნე, ჭკვიან ადამიანებთან საუბარი და ასე გაგრძელდა მეორე, მესამე, მეოთხე დღესაც, რამაც უფრო გააღრმავა ინტერესი ერთმანეთისადმი. აქედან დაიწყო ჩვენი უკვე ფლირტნარევი საუბარი, როგორც ძირითადად, ხდება ხოლმე.
სანამ ოჯახის შექმნაზე მივიღებდი გადაწყვეტილებას, იმ დროს გოჩას არც ვიცნობდი, ბევრი რამის გადახარისხება დამჭირდა, ბევრი კითხვა მქონდა საკუთარ თავთან, მინდა თუ არა ურთიერთობაში ყოფნა, მზად ვარ თუ არა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერში ბევრი დრო დავხარჯე, რადგან ფიქრი ძალიან მიყვარს. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ინტუიცია ძალიან განვითარებული და კარგი მაქვს, ასევე, არც ჩამოუყალიბებელი ბავშვი ვარ, როგორიც წინა ურთიერთობაში ვიყავი და რის გამოც შეცდომა დავუშვი, მივხვდი, რომ შემიძლია, კიდევ მივცე ჩემს თავს შანსი” – ამბობდა ნუკა.
წყვილს ერთი საერთო შვილი, ალექსანდრა ჰყავს.