საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აღმაშენებლის ხეივანზე იმყოფებიან

აქცია-მსვლელობის მონაწილეებს, რომლებიც მეტროსადგურ „დიდუბიდან“ თბილისის პროკურატურისკენ მიემართებიან, სამართალდამცავებმა აღმაშენებლის ხეივნის სრულად გადაკეტვის ნებართვა არ მისცეს.
პოლიციელებმა მსვლელობის მონაწილეებს განუმარტეს, რომ მათ გზის სავალი ნაწილის მხოლოდ ორი ზოლის დაკავება შეეძლოთ.
აღნიშნულს აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა, როგორც ისინი აღნიშნავენ, დათმობილი გზა მათთვის საკმარისი არ არის, ვინაიდან, საპროტესტო ბანერს ვერ შლიან, თუმცა, ისინი ამ დროისთვის, პოლიციის მითითებებს ემორჩილებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – მამუკა მდინარაძის თვითაქტუალიზაციის გარდა, შსს-ში სამმართველოს შექმნა არაფრის მომცემი არ არის – „ოცნება“ დგას სიძულვილის ენასა და ოპონენტების დემონიზებაზე, ამას თუ შეწყვეტენ, რაღაც შინაარსი ექნება ინიციატივას