რომელ პლასტიკურ ოპერაციას ნანობს ვიქტორია ბექჰემი და რატომ ერიდება ამ თემაზე ქალიშვილთან საუბარს – Marao

Spice girl-ის ვარსკვლავი ვიქტორია ბექჰემი და ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი უკვე 24 წელია, ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან. თუ ვინმეს შეუძლია გრძელვადიანი, სიყვარულით სავსე ოჯახით დაიკვეხნოს, ეს სწორედ ის წყვილია.
Netflix-ზე დევიდ ბექჰემის შესახებ დოკუმენტური სერიალის წარმატების შემდეგ მედია უფრო ინტენსიურად განიხილავს მის პირად ცხოვრებას. სტრიმინგ პლატფორმაზე გამოშვებულმა ოთხნაწილიანმა სერიამ მაყურებელს წყვილის ცხოვრებაზე ექსკლუზიური წვდომა მისცა. ფილმი ასევე ასახავს დევიდის სპორტულ მოგზაურობას “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული პერიოდიდან ამერიკამდე.
სერიალში ისაუბრეს ფეხბურთელსა და მის მაშინდელ პირად მდივანს, რებეკა ლუსს შორის სავარაუდო რომანის შესახებაც. რამაც რებეკას გაღიზიანება გამოიწვია. მისივე თქმით, არასდროს მიეცა შესაძლებლობა, მომხდარის საკუთარი ვერსია მოეყოლა.
“ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არა­ვინ მის­მენ­და, უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ­დი მის სა­ჭი­რო­ე­ბებს”, – ამბობდა ვიქტორია. მისივე თქმით, ღალატზე აქამდე არასდროს უსაუბრია, რადგან დევიდის საფეხბურთო კარიერას უფრთხილდებოდა.
“ეს ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იყო და ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, რომ მთე­ლი სამ­ყა­რო ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. გულ­წრფე­ლად რომ ვთქვა, მე და დე­ვი­დიც ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ვი­ყა­ვით. მად­რი­დამ­დე ერ­თი­ა­ნი გუნ­დი ვი­ყა­ვით. მარ­თა­ლია, ყვე­ლა ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ იყო, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რომ ერ­თად ვი­ყა­ვით და ერ­თმა­ნე­თის იმე­დი გვქონ­და. ეს­პა­ნეთ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ კი, თით­ქოს ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით და გვერ­დში არა­ვინ გვყავ­და. ეს ძა­ლი­ან სევ­დი­ა­ნია, ვერც კი აღვწერ, რა რთუ­ლი იყო და რო­გორ იმოქ­მე­და ამან ჩემ­ზე”.
წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, მათგან ყველაზე პატარა, ჰარპერი 12 წლისაა. ვიქტორია აღნიშნავს, რომ შვილთან საკმაოდ ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. თუმცა, როგორც ამბობს, არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც ლაპარაკს თავს არიდებს – ერთ-ერთი საკითხი პლასტიკურ ქირურგიას ეხება.
90-იან წლებში, როცა ვიქტორიას წარმატებული მუსიკალური კარიერა ჰქონდა, მკერდის გადიდება გადაწყვიტა. თუმცა, 2014 წელს, გადაწყვიტა, რომ ბუნებრივ იერს დაბრუნდებოდა და იმპლანტები ამოიღო. მან ამის შესახებ არაერთხელ ისაუბრა ინტერვიუებში:
„ვფიქრობ, ერთ დღეს შევძლებ მას ჩემი გამოცდილება გავუზიარო. მსურს ჩემს შვილს საკუთარი თავის სიყვარული ჩავუნერგო და ბუნებრივი სილამაზის დაფასება ვასწავლო’ – ამბობს ვიქტორია.