რომის პაპის დაკრძალვაზე წასასვლელად მიხეილ ყაველაშვილმა ირაკლი კობახიძისგან ნებართვა აიღო – ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი შესაბამისი განკარგულებიდან ხდება, რომელსაც ხელს “ქართული ოცნების” პრემიერი აწერს.
საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 7 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს მიეცეს თანხმობა, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მიღების მიზნით, 2025 წლის 25-26 აპრილს წმინდა საყდართან (ვატიკანში) სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებულ 2025 წლის 22 აპრილის №2539 წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე.” – წერია განცხადებაში.
