ნორვეგიულმა Equinor-მა გერმანიასთან გაზის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმა

გერმანიის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია Securing Energy for Europe-მა (SEFE) და ნორვეგიის Equinor-მა ხელი მოაწერეს გრძელვადიან ხელშეკრულებას გერმანიაში ნორვეგიული ბუნებრივი გაზის ექსპორტზე.
ამის შესახებ Equinor-ის პრესრელიზშია ნათქვამი.
ნორვეგიული კომპანია პირობას დებს 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2034 წლამდე წელიწადში 111 ტერავატსაათი (დაახლოებით 10 მილიარდი კუბური მეტრი) ბუნებრივ აირის მიწოდებაზე. შეთანხმება შესაძლოა კიდევ 5 წლით გახანგრძლივდეს. შესაძლებლობით. წლიურმა მიწოდებამ გერმანიის სამრეწველო ბუნებრივი გაზის საჭიროების დაახლოებით მესამედი უნდა დაფაროს.
ადრე ამ ფუნქციას რუსული ,,გაზპრომი” ასრულებდა. მისი მონოპოლია გერმანიასა და ევროპაში ისტორიას ჰბარდება.