რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა.
მოქალაქეები, რომლებიც უკვე ხუთ თვეზე მეტია, უწყვეტად აპროტესტებენ და რუსთაველის გამზირზე გამოდიან პროტესტის ნიშნად, საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები მას შემდეგ, რაც გზა გადაკეტეს, სკანდირებდნენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”, “არა რუსულ რეჟიმს!”.
პარლამენტთან შეკრებილებს ის მომიტინგეებიც შეუერთდებიან, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან არიან შეკრებილები.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.