ძლიერი ქარის გამო თბილისში ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი ვერ დაფრინდა, რომელიც ბაქოდან მოფრინავდა. ინფორმაციას Flightradar24 ავრცელებს.
თვითმფრინავი ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტიდან 15.53-ზე აფრინდა და თბილისში 16.50 -ზე უნდა დაფრენილიყო, მაგრამ უამინდობის გამო საქართველოს საჰაერო სივრციდან ისევ აზერბაიჯანში დაბრუნდა.
თბილისი აეროპორტში ასევე ვერ დაფრინდა თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლიდან მოფრინავდა.
უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში კიდევ რამდენიმე რეისი გადაიდო.
უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა ასევე ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებშიც.