შალვა პაპუაშვილმა წმინდა საყდრის სადესპანოში (ვატიკანის საელჩო) გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წმინდა საყდრის სადესპანოში იმყოფებოდა, სადაც მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. ჩვენ ვიზიარებთ იმ ტკივილსა და მწუხარებას, რომელსაც კათოლიკური ეკლესია და მთელი კათოლიკური სამყარო განიცდის.
პაპის გამორჩეულმა პიროვნებამ უმაღლესი მორალური პრინციპების მაგალითი მისცა არა მხოლოდ კათოლიკე მორწმუნეებს, არამედ ყველა ქრისტიანს. შეუძლებელია შეფასდეს მისი ღვაწლი, რომელიც ჩვენი სამყაროს უკეთესად გადაქცევას ისახავდა მიზნად.
პაპ ფრანცისკეს სახელს და ხსოვნას მომავალი თაობები ყოველთვის სიყვარულით მოიგონებენ“, – წერს სამძიმრის წიგნში.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, წმინდა საყდრის სადესპანოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს