“ყოველთვის ჩლუნგად ვთვლიდი, მაგრამ გამოუვიდა, უსანქციოდ გაიპარა” – ჯანგირაშვილი

ივანიშვილის ჩოჩორი სანქციებს გადაურჩა, ისე გაძვრა. საერთოდ არ არის საინტერესო სად იქნება და არც ღირს მაგის ხსენება, მაგრამ ერთი რამე უნდა ითქვას: ღარიბაშვილს სანქციების ხსენებაზე თავიდანვე მუხლი ეკვეთებოდა, პანიკა ეწყებოდა, აკანკალებდა, დაძვრებოდა პარტნიორებთან და ტიროდა, მე არაფერ შუაში ვარ, მე არ მინდა ის რაც ხდებაო. ყოველთვის ჩლუნგად ვთვლიდი, მაგრამ თვითგადარჩენის ინსტიქტი ნამდვილად აღმოაჩნდა განვითარებული და იმდენი ცოდნაც, რომ დასავლური სანქციებით ცხოვრება ფაქტიურად სიკვდილია და ივანიშვილ/პუტინისთვის საფლავში ჩაყოლას და საკუთარი შვილების გაწირვას გაპარვა ჯობდა. გამოუვიდა. უსანქციოდ გაიპარა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია