დავით მათიკაშვილი: ახალი დაჯგუფებების შექმნის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის” უარყოფით წარსულს ვერავინ აირიდებს

ვერავინ აირიდებს „ნაციონალური მოძრაობის” უარყოფით წარსულს იმ ახალი დაჯგუფებებიდან, რომელიც სურვილისამებრ შესაძლოა, გაკეთდეს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
იგი „სუპერ პაკის” შექმნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.
„ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ ავანსცენაზე დარჩენა არის პრაქტიკულად წარმოუდგენელი, პარტია – დაშლილი და ყველა გადაწყვეტილება, რომელიც თითქოს, ამ პარტიის შენარჩუნებას ისახავს მიზნად, არის ფარსი.
რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობიდან” განშტოებების გამოყოფა, ის მაინც ამ პარტიას ერთიან სისტემაში დარჩება და ვერავინ აირიდებს „ნაციონალური მოძრაობის” უარყოფით წარსულს იმ ახალი დაჯგუფებებიდან, რომელიც სურვილისამებრ შესაძლოა, გაკეთდეს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ