ლუდის წარმოება 2016-2023 წლებში წლიურად საშუალოდ 3.0%-ით გაიზარდა – ტოპ კომპანიები

Galt & Taggart-მა ლუდის სექტორის 2023 წლის, დეკემბრის მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოცენულია ლუდის უმსხვილესი მწარმოებლების წილი სექტორის ჯამურ შემოსავლებში, რომელიც ცვალებადია.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ლუდის წარმოება 2016-2023 წლებში წლიურად საშუალოდ 3.0%-ით გაიზარდა და მათი შეფასებით, 2023 წელს 126 მლნ ლიტრს მიაღწევს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლუდს 4 მსხვილი და 42 მცირე კომპანია აწარმოებს.
ლუდის უმსხვილესი მწარმოებლების წილი სექტორის ჯამურ შემოსავლებში ცვალებადია და 2022 წელს მათი ბაზრის წილი მცირე ლუდსახარშების ხარჯზე შემცირდა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2018-დან 2021 წლამდე, “სხვა” ლუდის მწარმოებლების წილი ჯამურ ბრუნვაში მზარდია.
ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები ადგილობრივი ბრენდების გარდა ასევე აწარმოებენ საერთაშორისო ბრენდის ლუდსაც ლიცენზიის საფუძველზე.
მაგალითად, ლომისს აქვს AB InBev-ის და Molson Coors-ის ზოგიერთი ბრენდის ლიცენზია (Corona, Staropramen, Lowenbrau),გლობალ ბიერ ჯორჯიას – Heineken-ის, ქართული ლუდის კომპანიას – Carlsberg-ის და Molson Coors-ის ზოგიერთი ბრენდის ლიცენზია.
ლუდის უმსხვილესი მწარმოებლები ასევე აწარმოებენ არა-ალკოჰოლურ სასმელებსაც. 2022 წელს, ლუდის წარმოების ღირებულებამ ₾294.7 მლნ შეადგინა, ხოლო არა-ალკოჰოლური სასმელებიდან მიღებულმა შემოსავალმა ₾213.0 მლნ.
ამასთან, 2016-23 წლებში ლუდის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები წლიურად საშუალოდ 15.1%-ით, ხოლო არა-ალკოჰოლური სასმელების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საშუალოდ 19.7%-ით იზრდებოდა. შესაბამისად, ამ პერიოდში ჯამურ შემოსავალში ლუდის წილი შემცირებულია 62.9%-დან 56.3%-მდე.

2023 წლის სამ კვარტალში კომპანიების ჯამური ბრუნვა ₾446 მლნ-მდეა გაზრდილი (წლიურად 15.2%) და წლის ბოლომდე სავარაუდოდ ₾585 მლნ-ს მიაღწევ.