რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით შეუტიეს – 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით შეუტიეს. თავდასხმის შედეგად პავლოგრადში 3 ადამიანი დაიღუპა და 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად ქალაქში რამდენიმე ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი უკიდია ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს. ადგილზე საგანგებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია