ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მონტენეგროში ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მოიპოვა.
ლიპარტელიანმა ფინალი გერმანელ სეია ბალჰაუსთან დათმო და სენიორებს შორის კონტინენტის პირველობაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ვიცე-ჩემპიონობა კარიერაში პირველად მოიპოვა.
ეთერ ლიპარტელიანმა ფინალამდე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამადოვას და შვეიცარიელ ბინტა ნდიაეს სძლია, ნახევარფინალში კი ისრაელელი თიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა.
ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – გუშინწინ ევროპის ჩემპიონობა გიორგი სარდალაშვილმა (-60 კგ) იზეიმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია