აზიმინა კომერციულად საინტერესო კულტურაა?

აზიმინა (ლათ. Asimina, კარაქის ხე, ამერიკული პაპაია ) ტროპიკული მცენარეა, რომლის სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. დაახლოებით 100 წლის წინ გაშენდა და დროთა განმავლობაში გავრცელდა ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში.
დღესდღეობით აზიმინას დაახლოებით 70 სახეობა არსებობს, რომელიც ერთმანეთისგან სიცივისადმი მდგრადობით, მოსავლის აღების პერიოდით და ნაყოფის ზომით განსხვავდება.
მცენარე სუბტროპიკულ ადგილებში ხარობს, თუმცა, შეუძლია ტემპერატურის ხანმოკლე ვარდნასაც გაუძლოს -30-35°С–მდე. ამინდის ცვლილებისადმი მსგავსი გამძლეობიდან გამომდინარე, აზიმინას ნარგავები სა და ს ცენტრალურ ზონაშიც გაიზარდა.
აზიმინა ჯვარედინად დამტვერვადი მცენარეა, რომელიც 3 კვირის განმავლობაში ყვავის (აპრილი – მაისი). ყვავილებს საკმაოდ მძაფრი სუნი ახასიათებთ, რითაც დამმტვერავ მწერებს იზიდავს.
როგორც ფერმერები აღნიშნავენ, აზიმინას ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, დაავადებებისა და მავნებლების მიმართ მდგრადობაა. ნერგით გახარების შემთხვევაში, პირველ მოსავალს 3-4 წელში ისხავს, თესლით გახარების შემთხვევაში კი – 5-6 წელში. მოსავლის პერიოდი სექტემბერ-ოქტომბერია, ნაყოფი არათანაბრად მწიფდება, ადვილად იშლება და ძირს იყრება.
აზიმინას გაშენება უმჯობესია ოდნავ მჟავე ან ნეიტრალურ ნიადაგზე. შეიძლება ასევე გაიზარდოს ქვიან ნიადაგზე. გამოკვება და დროულად მორწყვა – ზაფხულში ყოველკვირეულად, ხელს უწყობს ნერგის ფორმირებას და ზრდას. შემოდგომით, მოსავლის აღების წინა პერიოდში მცირდება მორწყვის საჭიროება და აღარ სჭირდება გამოკვება.
ვრცლად იხილეთ: agrokavkaz.ge