დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას განაცხადი სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად ცნო

სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. ხორავას საქმეზე დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას განაცხადი დაუშვებლად ცნო.
მომჩივანი ჩიოდა, რომ მას არ ჰქონდა სამართლიანი სასამართლო.
შეგახსენებთ, კალანდიას ქართულმა სასამართლომ 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება ძალაში დატოვა მეორე ინსტანციამ, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო.
მიმდინარე წლის 24 აპრილს უკვე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა ინფორმაცია განაცხადის დაუშვებლად ცნობის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა