მედია – რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს – არის მსხვერპლი

რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერგეი ლისაკის ცნობით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადს დრონების გამოყენებით შეუტიეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი და 8 დაშავდა.
„აგრესორის თავდასხმის შედეგად სინელნიკოვსკისა და სამაროვსკის რაიონებში მდებარე საწარმოების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი გაჩნდა პავლოგრადშიც, კერძოდ მრავალსართულიან შენობაში“, – წერს ლისაკი „ტელეგრამის“ არხზე.
ლისაკის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოლქის ტერიტორიაზე 11 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია