ლონდონში უკრაინა–რუსეთის ომზე აშშ-ს არმონაწილეობის გამო არშემდგარ მოლაპარაკებებზე, კიევისა და მოსკოვისთვის აშშ-ს წინადადებებზე, უკრაინისთვის აშშ-ს ულტიმატუმის სავარაუდო მიზეზებსა და მიზნებზე, შექმნილ სიტუაციაში ევროპისა და ჩინეთის სავარაუდო ქცევაზე, „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების თემაზე ლონდონში დაგეგმილი შეხვედრა ბრიტანეთში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის არ ჩასვლის გამო არ შემდგარა. თუმცა, უკრაინული დელეგაცია ლონდონში იმყოფება და, როგორც თავად აცხადებენ, „ლონდონში ეძებენ სამშვიდობო გზებს“.
ლონდონში დაგეგმილ შეხვედრამდე აშშ-მ უკრაინას და რუსეთს ტრამპის სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა. იგი პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარყო, რაც გახდა ლონდონის შეხვედრის გადადების მიზეზი.
პრაქტიკულად აშშ უკრაინისგან ითხოვდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დე-ფაქტო აღიარებას, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა ზაპოროჟიეს ოლქების დე-ფაქტო აღიარებას შტატების მიერ, მაგრამ, არა უკრაინის მიერ, ვალდებულების აღებას რომ უკრაინა არ გახდება ნატოს წევრი, აშშ რუსეთს უხსნიდა 2014 წლიდან დადებულ ეკონომიკურ სანქციებს და ასე შემდეგ.
წინადადებები რომ უკრაინისთვის კაბალური იყო იქიდანაც ჩანს, რომ უკრაინა იბრუნებდა რუსების მიერ ოკუპირებული ხარკოვის ოლქის მცირე ნაწილს და მდინარე დნეპრზე შეუფერხებელ ნავიგაციას, მაგრამ მასში არაფერი არ იყო ნათქვამი იმაზე, მიიღებს თუ არა უკრაინა ომის შედეგად მიღებული ზარალის კომპენსაციას.
ფაქტია, რომ აშშ-მ უკრაინას მშვიდობის სანაცვლოდ უმძიმესი პირობები შესთავაზა. პრაქტიკულად, ვაშინგტონი უკრაინაზე ახდენს ზეწოლას უარი თქვას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
თქვენ როგორ შეაფასებდით უკრაინისთვის და რუსეთისთვის აშშ-ს წინადადებებს?
– აშშ-ს შეთავაზებები უკრაინისთვის, პრაქტიკულად უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავს. აშშ-ს მხრიდან ასეთი წინადადებების უკრაინისთვის შეთავაზება არ არის გასაკვირი იმის გამო, რომ ტრამპი რუსეთის მხარეზე და პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს.
ვაშინგტონის გათვლა ასეთი იყო – უკრაინა ვერ გაუძლებს ამერიკის და რუსეთის ზეწოლას და დათანხმდება, თუ კიევი უარს ამბობს ამ წინადადებებზე, აშშ გადის მოლაპარაკებების პროცესიდან და უკრაინას ერთი ერთზე ტოვებს რუსეთის ჯართან. უკრაინა აშშ-გან ვერ მიიღებს სამხედრო დახმარებას. ტრამპი თვლის, რადგან რუსეთი უფრო ძლიერია, იგი უკრაინასთან ომში თავის მიზნებს მიაღწევს სამხედრო ძალის გამოყენებით.
ვაშინგტონის გათვლა ასეთი იყო – უკრაინა ვერ გაუძლებს ამერიკის და რუსეთის ზეწოლას და დათანხმდება, თუ კიევი უარს ამბობს ამ წინადადებებზე, აშშ გადის მოლაპარაკებების პროცესიდან და უკრაინას ერთი ერთზე ტოვებს რუსეთის ჯართან
თუ ასე მოხდა, აშშ მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება მოლაპარაკებების პროცესს, მაგრამ, უკრაინას უფრო მძიმე პირობებზე დათანხმება მოუწევს. ფაქტობრივად, ახლა ხდება ის, რაც პოლონეთის ისტორიაში სამჯერ მომხდარა, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის წინ მოხდა, ვგულისხმობ გერმანიისა და სსრკ-ს მიერ პოლონეთის გაყოფას. მაგრამ, ახლა უკრაინის გაყოფას ცდილობენ აშშ და რუსეთი.
ამის კარგი მაგალითია ის, რომ ტრამპი უკრაინას აიძულებს აშშ-ს გადასცეს უკრაინის მინერალები და რესურსები. ისინი ტრამპს ახალი ტექნოლოგიებისთვის სჭირდება. ფაქტობრივად აშშ და რუსეთი იქნებიან უკრაინის ტერიტორიის მფლობელები. ასე აქვს ჩაფიქრებული ტრამპსა და პუტინს.
თუ ასე მოხდა, აშშ მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნდება მოლაპარაკებების პროცესს, მაგრამ, უკრაინას უფრო მძიმე პირობებზე დათანხმება მოუწევს. ფაქტიურად, ახლა ხდება ის, რაც პოლონეთის ისტორიაში სამჯერ მომხდარა, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის წინ მოხდა, ვგულისხმობ გერმანიისა და სსრკ-ს მიერ პოლონეთის გაყოფას. მაგრამ, ახლა უკრაინის გაყოფას ცდილობენ აშშ და რუსეთი
იმ ეკონომიკური შეთანხმებით, რასაც ვაშინგტონი კიევისგან ითხოვს, საუბარია არა მხოლოდ მინერალებსა და ნედლეულების რესურსებზე, ატომური ელექტრო სადგური, პორტები, გზები და დანარჩენი ინფრასტრუქტურა, გამოდის მთელი უკრაინის კონტროლი.
– ამერიკის წინადადებებზე უკრაინამ რატომ თქვა უარი, გასაგებია, მაგრამ, იგი მაინცადამაინც, არ რუსებს არ მოსწონთ…
– თუ ყველა ამ წინადადებაზე უკრაინა ხელს მოაწერდა, ეს მოსკოვს აწყობდა, როგორ პირველი ეტაპი. რუსებს ახლა სჭირდება ძალების აღსადგენად დრო. გარდა ამისა, რუსეთში ახლა საკმაოდ რთული ეკონომიკური სიტუაციაა. რუსეთმა ბევრი სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცი დაკარგა.
რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებაში დაინტერესებულია, მაგრამ თუ მოხდა უკრაინის კაპიტულაცია. ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის, პრაქტიკულად უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავს.
რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებაში დაინტერესებულია, მაგრამ თუ მოხდა უკრაინის კაპიტულაცია. ტრამპის სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის, პრაქტიკულად უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავს
– აშშ იმუქრება მიიღეთ ჩემი წინადადებები თუ არა მოლაპარაკებებიდან გავალო, მაგრამ, ამგვარი ქცევით საშუალებას აძლევს რუსეთს ბომბოს უკრაინის ქალაქები, ან შეტევაზე გადავიდეს.
ანუ, აშშ აგრესორს და ომის დანაშაულის ჩამდენ რუსეთს კი არ სჯის და სუსტ უკრაინას ექომაგება, არამედ ეხმარება რუსეთს.
თუ აშშ-მ რუსეთს 2014 წლიდან დაწესებული სანქციები მოუხსნა, ეს ნამდვილად იქნება რუსეთისთვის დახმარებაც და იმის საშუალების მიცემა, რომ რუსეთმა მომავალში გააგრძელოს დაპყრობითი ომები…
– ამერიკის ელიტები სხვანაირად მსჯელობენ, მაგრამ, ახლა მნიშვნელოვანი გარემოებაა ტრამპის ფაქტორი.
ტრამპი ბიზნესიდან მოსული ადამიანია და ტრამპის ფილოსოფია ასეთია – სუსტი უნდა დაემორჩილოს ძლიერს. ტრამპი ზელენსკის პირდაპირ ეუბნებოდა – ამ კონფლიქტში უფრო ძლიერი რუსეთია, ამიტომ სუსტი უკრაინა უნდა დაემორჩილოს რუსეთს და აშშ-ს.
ტრამპის ამგვარი ლოგიკა უცნაურად ჟღერს, რადგან ჩვენც და მსოფლიოც შეჩვეულია იმას, რომ აშშ სუსტ და დემოკრატიულ ქვეყნებს ესარჩლება, მაგრამ, ტრამპი არ არის პროფესიონალი პოლიტიკოსი.
ტრამპის ფილოსოფია ასეთია – სუსტი უნდა დაემორჩილოს ძლიერს. ტრამპი ზელენსკის პირდაპირ ეუბნებოდა – ამ კონფლიქტში უფრო ძლიერი რუსეთია, ამიტომ სუსტი უკრაინა უნდა დაემორჩილოს რუსეთს და აშშ-ს
ტრამპი არის პოპულისტი, ბიზნესმენი და შოუმენი, ამასთან ერთად ძალიან კონსერვატიულ-იზოლაციონისტური შეხედულებების მატარებელი.
– ვიდრე თქვენ დაგიკავშირდებოდით, ინფორმაციებს გადავხედე – თეთრი სახლის სპიკერი აცხადებს – „პრეზიდენტი ზელენსკი არასწორი მიმართულებით მოძრაობს. პრეზიდენტ ტრამპის მოთმინების ფიალა ივსება“.
ტრამპი გაბრაზებულია ზელენსკიზე და არა პუტინზე, რომელიც ყოველ დღე ბომბავს უკრაინის ქალაქებს და ეურჩება მოძალადე რუსეთს…
– ამიტომაა რომ ვახსენე ტრამპის ფილოსოფია, რომლის არსი ასეთია – სუსტი უნდა დაემორჩილოს მასზე ძლიერს. ტრამპის გაგებით სუსტი ზელენსკია და იგი უნდა დაემორჩილოს ტრამპს და პუტინს.
– ლონდონის შეხვედრა კი ჩაიშალა, მაგრამ ლონდონში იმყოფება უკრაინის სამთავრობო დელეგაცია, როგორც თავად ამბობენ, „მშვიდობის გზების საძიებლად“.
როგორც ირკვევა, უკრაინას სურდა ლონდონში მიღებულიყო გადაწყვეტილება ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის შესახებ.
რადგან ამგვარი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, რუსეთი გააგრძელებს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას…
– დიახ. ასე იქნება. ტრამპისთვის მთავარია მისი იმიჯი. უკრაინას და რუსეთს აშშ-ს შეთანხმებაზე ხელის მოწერის ვადა 30 აპრილამდე აქვთ. საქმე ისაა, რომ 30 აპრილს გახდება ტრამპის პრეზიდენტობის პირველი100 დღე.
პრეზიდენტ რუზველტიდან დაწყებული აშშ-ში არსებობს ტრადიცია იმისა, რომ პრეზიდენტები თავისი მმართველობის პირველ ას დღეს აჯამებენ და მიღწეულ წარმატებებზე საუბრობენ.
უკრაინას და რუსეთს აშშ-ს შეთანხმებაზე ხელის მოწერის ვადა 30 აპრილამდე აქვთ
ამიტომ ახლა ტრამპის პირობა ასეთია – ზელენსკი 30 აპრილამდე ან მოაწერს ხელს მისთვის შეთავაზებულ წინადადებებს, ან ტრამპი გადის მოლაპარაკებების პროცესიდან და უკრაინა რუსეთთან ერთი ერთზე რჩება.
– დარჩება თუ არა უკრაინა ბრძოლის ველზე ერთი ერთზე რუსეთთან, ეს ცნობილი გახდება იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიციას დაიკავებენ ევროპის წამყვანი ქვეყნები.
იმ ინფორმაციებით, რაც ვრცელდება, იმ შემთხვევაში თუ აშშ მოლაპარაკებებიდანაც გავიდა და უკრაინას სამხედრო იარაღი არ მიაწოდა, ევროპა უკრაინას არ მიატოვებს…
– რა თქმა უნდა, ევროპა უკრაინას არ მიატოვებს, ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ფაქტობრივად, ევროპისთვის უკრაინის ჯარი ახლა ევროპის ჯარია. ახლა ევროპა ევროპის საზღვარს იცავს. თუ უკრაინამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა, რუსული ჯარი პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს მიადგება. სხვათა შორის, ახლა ევროპაში ყველაზე მრავალრიცხოვანი, მილიონიანი ჯარი, ევროპაში უკრაინის გარდა, არავის ჰყავს. ახლა უკრაინა ევროპის ფორპოსტადაა ქცეული.
უკრაინას არ მიატოვებს, ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ფაქტობრივად, ევროპისთვის უკრაინის ჯარი ახლა ევროპის ჯარია. ახლა ევროპა ევროპის საზღვარს იცავს. თუ უკრაინამ რუსეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა, რუსული ჯარი პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს მიადგება
ევროპამ უკრაინაში ომის ხარჯები უკვე საკმაოდ გაიღო და მომავალშიც ბევრს გააკეთებს უკრაინული ჯარის გასაძლიერებლად. ევროპას სხვა გამოსავალი არ აქვს დარჩენილი. ევროპელი ლიდერების რიტორიკა ამ მხრივ საკმაოდ მკაცრი და მკაფიოა.
პრაქტიკულად დაწყებულია გერმანიის მილიტარიზაციის პროცესი. გერმანელებს სამხედრო წარმოების სერიოზული ტრადიციები აქვთ. გერმანიას ახლა ევროპაში ყველაზე მდიდარი ეკონომიკა აქვს და როგორც ჩანს, უკრაინის მხარდაჭერაში მთავარი როლი ალბათ გერმანიის იქნება.
ევროპამ უკრაინაში ომის ხარჯები უკვე საკმაოდ გაიღო და მომავალშიც ბევრს გააკეთებს უკრაინული ჯარის გასაძლიერებლად. ევროპას სხვა გამოსავალი არ აქვს დარჩენილი. ევროპელი ლიდერების რიტორიკა ამ მხრივ საკმაზად მკაცრი და მკაფიოა
– გასაგებია, რომ ახლა როცა აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპია, ტრამპის ფაქტორი მუშაობს, მაგრამ, სწორად შენიშნეთ, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის 1200 კილომეტრზე ომის წარმოების თვალსაზრისით.
ასეთ ვითარებაში მყოფი რუსეთისთვის აშშ-ს პოზიცია ომის დასრულების პირობებზე რუსეთისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. მეტიც, ამგვარი პოზიციით, ტრამპი ეხმარება პუტინს…
– დიახ, ტრამპი პირადად პუტინს ეხმარება. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ეკონომიკაში ძალიან რთული ვითარება და მდგომარეობაა, ტრამპი ცდილობს პუტინის გადარჩენას. რუსი ოლიგარქები არ არიან კმაყოფილი იმით, რომ მათი ფინანსები დასავლეთის ბანკებში დაყადაღებულია, ამის გამო ისინიც დაინტერესებული არიან როგორმე მოხდეს უკრაინა-რუსეთის ომის შეწყვეტა. კირილ დიმიტრიევის ფიგურა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში შემთხვევით არ გამოჩენილა. ის არის დიდი რუსული ბიზნესის წარმომადგენელი.
ტრამპის, პუტინის და რუსული დიდი ბიზნესის წარმომადგენლებისაც გათვლა ასეთია – თუ უკრაინამ ხელი არ მოაწერა ამერიკულ წინადადებებს, რამდენიმე თვეში რუსული ჯარი უკრაინის ფრონტზე გააქტიურდება და აიძულებს უკრაინას ხელი მოაწეროს პრაქტიკულად უკრაინის კაპიტულაციას. კარგა ხანია რუსები ამბობენ, რომ უკრაინაზე დიდ შეტევას ამზადებენ.
თუ უკრაინამ ხელი არ მოაწერა ამერიკულ წინადადებებს, რამდენიმე თვეში რუსული ჯარი უკრაინის ფრონტზე გააქტიურდება და აიძულებს უკრაინას ხელი მოაწეროს პრაქტიკულად უკრაინის კაპიტულაციას
– სანამ რუსები უკრაინაში შეტევაზე გადავლენ, რამდენად დიდია ტრამპი-პუტინის შეხვედრა?
– არა, არაა მგონია. ტრამპი-პუტინის შეხვედრა უნდა იყოს ორი გამარჯვებული ლიდერის შეხვედრა. ტრამპს და პუტინს მათი შეხვედრა ასე აქვთ წარმოდგენილი, როგორც სტალინ-რუზველტის შეხვედრა. დაახლოებით ისე, როგორც ეს იალტაში მოხდა.
ამიტომ არ მგონია, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრა მალე შედგეს, თუ რუსეთს უკრაინის ფრონტზე წარმატებები ექნა, მაშინ ისინი შეხვდებიან და გააფორმებენ უკრაინის გაყოფას.
არ მგონია, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრა მალე შედგეს, თუ რუსეთს უკრაინის ფრონტზე წარმატებები ექნა, მაშინ ისინი შეხვდებიან და გააფორმებენ უკრაინის გაყოფას
– თუ რუსეთი აშშ-გან და ევროკავშირისგან უკრაინის სამხედრო აგრესიის შედეგად დაპყრობილი ტერიტორიების მიერთების ლეგიტიმაციას მიიღებს, ეს საქართველოსთვის იმის ნიშანი შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საქართველოს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არანაირი შანსი არ ექნება.
თუ რუსეთმა 50 მილიონიან უკრაინაზე გაიმარჯვა და დასავლეთი აიძულა უკანონო ანექსიის აღიარება, ასეთ შემთხვევაში რუსეთი იგივე დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში არანაირ დათმობაზე არ წავა.
კრემლი არ დაუშვებს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენის შემცირების პრეცედენტ… ასეა?
– ევროკავშირის თავმჯდომარემ ურსულა ფორ დენ ლაინმა კარგა ხნის წინ თქვა – ერთიანი დასავლეთი არ არსებობსო. მხედველობაში ჰქონდა აშშ-სა და ევროპას შორის უკრაინის საკითხში განხეთქილება.
რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, ევროკავშირი არასოდეს დათანხმდება იმას, რომ რუსეთმა უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთად აღიაროს. თუ ევროკავშირი ამაზე წავიდა, ეს ევროპისთვის ბომბი იქნება, რადგან ევროპაში ბევრ ქვეყანას აქვს ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები.
ევროპის ისტორია ომების ისტორიაა და ქვეყნებს შორის საზღვრები მუდმივად იცვლებოდა. ამიტომ ეს საკითხი ევროპისთვის პრინციპული საკითხია. ევროპის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დე-იურად აღიარება არ მოხდება.
ევროკავშირი არასოდეს დათანხმდება იმას, რომ რუსეთმა უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთად აღიაროს. თუ ევროკავშირი ამაზე წავიდა, ეს ევროპისთვის ბომბი იქნება, რადგან ევროპაში ბევრ ქვეყანას აქვს ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები
რაც შეეხება აშშ-ს, ეს არ არის ასეთი იოლი პროცედურა. ვგულისხმობ იმას, რომ ტრამპმა თქვა ვაღიარებო და და ამით დამთავრდება ყველაფერი. არ ვიცით ამ საკითხზე როგორი იქნება კონგრესის პოზიცია.
აშშ-ში კონგრესის და სენატის შუალედური არჩევნები ახლოვდება. ეს არჩევნები 2026 წლის ნოემბერში ჩატარდება, მაგრამ მისთვის მზადება, 2025 წლის ზაფხულში დაიწყება. ძალიან მეეჭვება, რომ უკრაინის ტერიტორიის რუსებისთვის გადაცემაზე წამსვლელი არჩევნებში მონაწილე კონგრესმენი ბევრი აღმოჩნდეს.
– გამოდის, უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი უკრაინის ფრონტებზე დიდი შეტევას დაიწყებს და არც ისაა გამორიცხული კიევთანაც მივიდეს?
– შეტევას კი დაიწყებენ, მაგრამ არა მგონია კიევთან მივიდნენ. მე სამხედრო ექსპერტი არა ვარ, მაგრამ რაც სამხედრო ექსპერტების პროგნოზებს გავეცანი შემიძლია ვთქვა – პოზიციურ ბრძოლაში ვერც ერთი მხარე ვერ აღწევს წარმატებას. არც ერთ ჯარს არ აქვს იმის რესურსი, რომ დიდი ქალაქები აიღოს.
– როგორც ჩანს, რუსეთი ამიტომ ამჯობინებს ქალაქების დაბომბვას, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან…
– დიახ, თან ასეთი დაბომბვები უფრო მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლის მოხდენას ემსახურება. დიდი ქალაქის აღებას, დიდი ჯარი უნდა, ამის რესურსი არც ერთ მხარეს არ აქვს. ახალი მობილიზაციის ჩატარებას რუსეთში ერიდებიან, იმიტომ რომ ქვეყანაში ისედაც დაძაბული ვითარებაა, მოსახლეობა ომისგან დაიღალა.
გარდა ამისა, ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაშია, ინფლაცია სახეზეა და ამ ხალხს რომ ახლა ახალი მობილიზაცია გამოუცხადო, ეს ხელისუფლების მხრიდან სახიფათო ნაბიჯი იქნებოდა. კონტრაქტით ომში წამსვლელი ვინც იყო წავიდა. ჩრდილოეთ კორეელები კი დაიხმარეს, მაგრამ, ისინიც ბევრი არ არიან. ფაქტია, რომ რუსებს ჯარისკაცები არ ჰყოფნით.
მიუხედავად ამისა, რუსები გააგრძელებენ უკრაინის ქალაქების და სოფლების დაბომბვას და შეეცდებიან შეტევითი ოპერაციების განახორციელონ, მაგრამ, სამხედრო ექსპერტების პროგნოზით, რუსული შეტევები წარმატებული არ იქნება. აქ კიდევ აქტუალურია, ჩინეთის ქცევა როგორი იქნება.
რუსები გააგრძელებენ უკრაინის ქალაქების და სოფლების დაბომბვას და შეეცდებიან შეტევითი ოპერაციების განახორციელონ, მაგრამ, სამხედრო ექსპერტების პროგნოზით, რუსული შეტევები წარმატებული არ იქნება
– რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ჩინეთის ქცევა აქტუალური?
– ტრამპმა ისე აურია ყველაფერს, ბევრი რამის პროგნოზირება ძნელი ხდება. ევროპას და ჩინეთს ეკონომიკური საკითხების გამო საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა, მას შემდეგ, რაც ტრაპმა ჩინეთს ძალიან მაღალი ტარიფები დაუწესა, ევროკავშირმა და ჩინეთმა დაიწყეს მოლაპარაკება იმაზე, რომ უნდათ ეკონომიკურად გაერთიანდნენ აშშ-ს წინააღმდეგ ამ „სატარიფო ომში“, რომელიც ტრაპმა დაიწყო.
ახლა ჩინეთი დაინტერესებულია ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით
ახლა ევროპას ჩინეთთან მიმართებაში კოზირი აქვს და პეკინს ეუბნება – თუ გინდა ჩვენთან თანამშრომლობა, აიძულე რუსეთი შეაჩეროს ომი უკრაინაში. ჩინეთი, ისევე როგორც თავის დროზე სსრკ თავის პრობლემებს მალავენ, მაგრამ, ფაქტია, ის საქონელი, რომელიც აშშ-თვის იყო განკუთვნილი, სადაც შეიძლება ყველაზე კარგად გაიყიდოს, მხოლოდ ევროპაა. აფრიკაში და ზელანდიაში ამდენს ვერ გაყიდიან. ახლა ჩინეთი დაინტერესებულია ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
