ტრამპი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი მთელ უკრაინას არ დაიპყრობს, ეს „დიდი დათმობა“ იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ში ომის დასასრულებლად რუსეთზე დიდ ზეწოლას ახდენს. 24 აპრილს, თეთრ სახლში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ მისი მიზანი ომის დასრულებაა და იმედია, ამას მალე მიაღწევს.
ს მხრიდან დათმობების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ტრამპის პასუხი იყო, რომ ეს არის მთელი ქვეყნის(უკრაინის) დაპყრობის შეჩერება, რაც „საკმაოდ დიდი დათმობაა“.
დონალდ ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ უკრაინამ 11 წლის წინ, უბრძოლველად დაკარგა ობამას პრეზიდენტობის დროს და ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს, ყირიმის დაბრუნება კი რთული იქნება. რუსეთს ყირიმის გარდა ნაწილობრივ დაპყრობილი აქვს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებიც.
-ის პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად შეხვედრები გრძელდება, მომდევნო დღეები მნიშვნელოვანი იქნება და რუსეთზე დიდ ზეწოლას ახდენს. სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ვადებზე დასმულ შეკითხვას ტრამპმა უპასუხა, რომ მას საკუთარი ვადა აქვს.
დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, უკრაინაში ომის დასასრულებლად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული გეგმის პუნქტებს შორისაა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დე-იურედ აღიარება აშშ-ის მხრიდან და უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა.
უკრაინის პრეზიდენტმა მ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსულ ოკუპაციას იურიდიულად არასდროს აღიარებენ და ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინას, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიების მიღება.
ფორუმი