დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა, ქერჩის ხიდზე კი დაკვამლიანება იყო

დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა, ქერჩის ხიდზე კი კვამლი შეინიშნებოდა.
არსებული ინფორმაციით, რაკეტების გაშვების ხმები ისმოდა ჯანკოის რაიონში. რამდენიმე წუთში კი ოკუპანტებმა სასწრაფოდ გადაკეტეს ხიდი. მოძრაობა ერთ საათზე მეტხანს იყო შეჩერებული.
ამის შემდეგ კი სევასტოპოლში საჰაერო თავდასხმის სირენა გაისმა. ქალაქის თავზე რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ.
ცოტა ხნის წინ კი, სოფელ ჩორნომორსკში ძლიერი აფეთქება მოხდა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც 10 ნოემბერს ს შავი ზღვის ფლოტის ორი სადესანტო ხომალდი განადგურდა.