4 ჯგუფი – “ეს კეთდება და შედეგებსაც მალე დაინახავთ” – ჩერგოლეიშვილი

ჯანსაღი სკეფსისი ვისაც გაქვთ პრეზიდენტის პროცესის მიმართ, მათ გიყვებით.
1. შეიქმნა საერთაშორისო კომუნიკაციის ჯგუფი და უკვე მომზადდა და წავიდა საერთაშორისო პარტნიორებთან პლატფორმის წარდგენა და ის თხოვნები, რაც თავისუფალ სამყაროსთან გვაქვს.
2. შეიქმნა ეროვნული კომუნიკაციების ჯგუფი, რომელმაც უკვე გაწერა 1 თვიანი საკომუნუკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და 1 მაისიდან აქტიურ ონლაინ და ოფლაინ მოქმედებებს დაიწყებს.
3. შეიქმნა ზრუნვის ჯგუფი რომლის ამოცანებიცაა:
ა) პროტესტის მონაწილეების და დევნილი საჯარო მოხელეების იურიდიული დახმარება;
ბ) უფლებადამრღვევ ჩინოვნიკებზე ინფორმაციის მოძიება და მათი სანქცირება .
ამას ფედერალისტები ისედაც ვაკეთებთ, მაგრამ სხვა პარტიებთან ძალისხმევის გაერთიანება საერთო შედეგს გაზრდის.
ჯგუფში შედიან პრეზიდენტის და ყველა წევრი პარტიის წარმომადგენლები.
4. შეიქმნა საარჩევნო ჯგუფი რომლის მოვალეობაც იქნება მომავალი საპარლამენტო არჩევნების მომზადება – მათ შორის, კომისიის წევრების და დამკვირვებლების
რეკრუტირება და მომზადება.
ჯგუფში შედიან პრეზიდენტის და ყველა წევრი პარტიის წარმომადგენლები.
ეს არის ის რაც კეთდება და რის შედეგებსაც მალე დაინახავთ. დიდი ხნის წინ უნდა გვექნა და ამიტომ, თავს დიდად ვერ მოვიწონებთ.
მაგრამ ვერც იმას ვხვდები, ამ
პროცესს ვინც წიხლებს ურტყამს, უკეთესს რას აკეთებს?
გაგვიზიარეთ გეთაყვა.
P.S. 26 მაისის აღნიშვნა დაანონსა პრეზიდენტმა პლატფორმის სახელით. მაგრამ რადგან ეს ეროვნული დღესასწაულია, არ თვლის რომ ამ დღეს რუსთაველი მხოლოდ პლატფორმამ უნდა დაიკავოს. ამიტომ დაანონსა 26 მაისის კომიტეტის შექმნა რომ მონაწილეობა გააფართოვოს ამ დიდი დღისთვის, თორემ პლატფორმა უკვე მუშაობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა