ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა და მის ნაცვლად რევაზ სოხაძე დაინიშნა

ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მთავრობის მეთაურმა რევაზ სოხაძის გამოცდილებასა და კვალიფიკაციას გაუსვა ხაზი და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
„რევაზ სოხაძე, მოგეხსენებათ, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. იგი წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ, მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე. მინდა, ბატონ რევაზს ვუსურვო წარმატებები ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა