ემანუელ მაკრონი – ამერიკის ბრაზი უნდა იყოს მიმართული მხოლოდ ერთი ადამიანისკენ: პუტინისკენ

აგრესორი ერთია – რუსეთი, აშშ-ს ბრაზი მხოლოდ პუტინისკენ უნდა იყოს მიმართული. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი აგრესორია – რუსეთი და ამიტომ, მისი თქმით, “ამერიკის ბრაზი მხოლოდ ერთი ადამიანისკენ უნდა იყოს მიმართული: პრეზიდენტი პუტინისკენ”.
მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ “საფრანგეთის პოზიცია უცვლელია და ასეთად დარჩება”.
“მხარს ვუჭერთ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს. გავაგრძელებთ უკრაინელი ერის უფლების დაცვას მშვიდობით იცხოვრონ თავიანთ ტერიტორიაზე და თავიანთ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” – განაცხადა მაკრონმა.
მან ასევე პუტინს მოუწოდა, “შეწყვიტოს ტყუილი”.
“ის ამბობს “მშვიდობა მინდა” და აგრძელებს დაბომბვებსა და უკრაინაში ხალხის მკვლელობას. თუ ის იტყვის “კი”, ხვალ გვექნება ცეცხლის შეწყვეტა”, – განაცხადა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა