პროფკავშირ „ლაბორში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩხრეკას ატარებს

„აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის“ პროფკავშირის („ლაბორი“) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ჩხრეკას ატარებს.
საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ვიდეოს „ლაბორი“ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
როგორც ვიდეოში „ლაბორის“ იურისტი განმარტავს, გამომძიებელმა წარმოადგინა სასამართლო განჩინება, რომლის საფუძველზეც ჩხრეკის ჩატარებას ოთხ მისამართზე აპირებს.
იურისტის თქმით, განჩინებაში მითითებული არ არის, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ფაქტზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ამიტომ გამომძიებელს განუმარტეს, რომ განჩინებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას აპირებენ.
ამასთან, ამავე ვიდეოში პროფკავშირის დამფუძნებელი, გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ ჩხრეკის ჩატარებას მის სახლშიც აპირებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუმარტეს, საგამოძიებო უწყება „აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის“ პროფკავშირში („ლაბორი“) საგამოძიებო მოქმედებებს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ატარებს. სხვა დეტალების შესახებ, უწყება დამატებით განმარტებებს, ამ ეტაპზე, არ აკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა