საფრანგეთის სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა, 3 დაშავდა

საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად მოსწავლე დაიღუპა, – ინფორმაციას Sky News-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის ცნობით, თავდასხმა ოთხშაბათს, დასავლეთ საფრანგეთში, ქალაქ ნანტში მოხდა.
ამასთან, სამ მოსწავლეს მიღებული ჭრილობების გამო სამედიცინო დახმარება გაეწია.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი, რომელიც, სავარაუდოდ, 15 წლის მოსწავლე იყო, მასწავლებლებმა პოლიციის მოსვლამდე განაიარაღეს.
ტერორისტული მოტივის ნიშნები არ არსებობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია დრონებით და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული – რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“ – ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა