საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ საერთო კრება ჩაატარა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება, საერთო კრება ჩაატარა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცნობით, ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ, ეთიკის კომისიამ და სარევიზიო კომისიამ წევრებს საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინეს.
„კრების ფარგლებში, ასევე, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ახალი წევრის ჩატარდა.
საერთო კრებაზე ასოციაციის საფეხბურთო და საჭადრაკო გუნდების წევრთა დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. მადლობის სიგელები წევრებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა გადასცა.
ადვოკატთა ასოციაცია საერთო კრებას წელიწადში ერთხელ მართავს, სადაც ადვოკატები მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ერთობლივ გადაწყვეტილებას იღებენ და გაწეული საქმიანობის შედეგებს აჯამებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით