ზურაბიშვილი: ვიწყებთ მუშაობას 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე

საქართველოს პრეზიდენტის, ს თქმით, 26 მაისთან დაკავშირებით კომიტეტი შეიქმნება.
მისი თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლების გამო დამოუკიდებლობა საფრთხის ქვეშაა, მისი დაცვა კი რუსთაველზე უნდა მოხდეს.
“საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზეც ვიწყებთ მუშაობას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან – ეს არის 26 მაისის მოსამზადებელი კომიტეტის შექმნაზე, რომ ჩვენ დავგეგმოთ მთლიანად საზოგადოების 26 მაისი, რამეთუ ეს არის ჩვენი ერთობლივი, ყველასი, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ზეიმი იმ დროს, როცა ეს დამოუკიდებლობა არის საფრთხის ქვეშ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მმართველი გუნდის გამო.
ჩვენ უნდა დავიცვათ დამოუკიდებლობა, დავიცვათ იქ, სადაც ყოველთვის ვზეიმობთ 26 მაისს, ანუ რუსთაველზე და ამას გავაკეთებთ, დავგეგმავთ ყველანი ერთად, საზოგადოების წარმომადგენლები, ამ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტები”, – თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, წელს 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე არ გაიმართება.