რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეკატერინა დუნცოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელმოწერების შეგროვების უფლება არ მისცა

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეკატერინა დუნცოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ხელმოწერების შეგროვების უფლება არ მისცა.
ამის შესახებ განცხადებას ს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჟურნალისტ ეკატერინა დუნცოვას მის მიერ წარდგენილ საბუთებში დაშვებული შეცდომების გამო, მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვების უფლება არ მისცა.
„სულ 100 შეცდომა იყო დაშვებული, გარდა ამისა, ნოტარიუსმა შეცდომები საბუთების დამოწმებისას დაუშვა და ოქმი თავად შეხვედრის შემდეგ შედგა“, – განაცხადა კომისიამ.
დუნცოვამ განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს არის დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ